საზოგადოება
ბორჯომობაზე გამოფენილი ფერადი ქოლგები ხალხმა დაიტაცა …
დღეს ბორჯომობაა და წიწვოვან ტყეში ჩაფლული ეს ქალაქი სადღესასწაულოდ მოირთო. განსაკუთრებით ლამაზად გამოიტურებოდა პარკის შესასვლელი, სადაც ფერადი ქოლგები იყო ჩამოკიდებული, მაგრამ დაახლოებით 16:00 საათზე წვიმა დაიწყო და მაყურებლების გარკვეული ნაწილი ცენტრალური პარკიდან დეკორაციის ფერადი ქოლგებით წავიდა. ქოლგების შეგროვებაზე მერიის დასუფთავების თანამშრომლები ამაოდ ზრუნავდნენ – ხალხმა ქოლგები დაიტაცა…
ეს ვიდეო კი რომელიც ბორჯომობაზე ქოლგების დატაცების ფაქტს ასახავს, სოციალურ ქსელში გავრცელდა.