ბოროტებაა „ქართული ოცნება“ თავის შენაკადებით და სატელიტებით,.. ,,ნაცმოძრაობა“-თავისივე ნაგლეჯებით”

ქვეყნის მთავარი მტერი გარედან შემოგდებული და უვიცი, კაცთმოძულე, ფულისა და ძალაუფლების მოყვარე ე.წ. პოლიტიკოსების მიერ დროშად აფრიალებული ,დაპირისპირების მუხტია. ეს არის სუსტების ქვეყანაზე გაბატონების უმძლავრესი ინსტრუმენტი.
ისტორიის სიღრმეებიდან მოდის: დაყავი და იბატონე! ქვეყნის გადარჩენა თანამშრომლობის ჰარმონიზაციას შეუძლია–ეს ძლიერთა გზაა. პირველთან ბოროტებაა დაკავშირებული, მეორესთან – სიკეთე.
სამწუხაროდ, დღევანდელ საქართველოში, სიკეთე გათითოკაცებულია, ბოროტება ერთმუშტადაა შეკრული.
ერთადერთს, ხალხს შეუძლია ამ დამანგრეველი პოლიტიკური სიტუაციის შეცვლა…შეუძლია არჩევნებით...არჩევნებს შეუძლია ბოროტების დამარცხება.
ბოროტებაა დაპირისპირებული ძალები: „ქართული ოცნება“ თავის შენაკადებით და სატელიტებით,..“ნაცმოძრაობა“-თავისივე ნაგლეჯებით და მხარდამჭერებით. ამ ორიდამანგრეველი ძალის პოლიტიკური არენიდან გაშვება, მათ რიგებში მიმოფანტული საღიპოლიტიკოსების შენარჩუნებით–ეს იქნება სწორედ ის,რასაც ჰქვია სიკეთით გამარჯვება დარაც ჰაერივით სჭირდება საქართველოს!
თემურ შაშიაშვილი