საზოგადოება

ბობოყვათში 8 წლის ბიჭს მანქანა დაეჯახა

“ექიმები ამბობენ, რომ ბავშვის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ის ამ დროისთვის ქუთაისში, ინტერვენციულ ცენტრში გადაყვანილი”, – ამბობს ბობოყვათის სკოლის დირექტორმა გია ქათამაძემ.

ბობოყვათის საჯარო სკოლის ხელმძღვანელის თქმით, მეორე კლასელი ბიჭი თავის თანატოლებთან ერთად ცოტა ხნის წინ ქობულეთიდან სახლში, ბობოყვათში ბრუნდებოდა, როდესაც მანქანა დაეჯახა.

“ბავშვები, 50-მდე ბავშვი ქობულეთში კონცერტზე იყო წასული. მასწავლებელიც ახლდათ თან. უკან როცა დაბრუნდნენ მასწავლებელმა ბავშვები გზის მეორე მხარეს, უსაფრთხო ადგილას გადაიყვანა და თვითონაც წავიდა. აი, ამ დროს მოულოდნელად მოხდა ეს შემთხვევა”, – გვითხრა გია ქათამაძემ.

მძღოლი, რომელიც მეორე კლასელი ბიჭს დაეჯახა, უკვე პოლიციის განყოფილებაშია.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close