პოლიტიკა

,,ბექასნაირი აკადემიური და ზრდილობიანი ტიპი, ქართულ პოლიტიკაში რამდენიმე ვიცი სულ. ..”

,,2015 წლიდან დღემდე IRI ის დახმარებით ერთ მაგარ პროექტში ჩავერთე (ახალგაზრდული პოლიტიკური დებატები).
ამ პროექტის ფარგლებში, ყოველწლიურად რამდენიმე ათეულ იმ ახალგაზრდასთან მაქვს შეხება, ვინც პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდულ ორგანიზაციებში ერთიანდებიან.
წინა შაბათს ვინც tv პირველის ეთერში გვიყურეთ, იმედია, მარტივად დარწმუნდით, რომ მაგარი ახალგაზრდები არიან. თავისუფალი, აქტიური, პრინციპული ახალგაზრდები.
ჰოდა, დღეს მთელი დღეა ვუყურებ, როგორ იჭერენ ამ ადამიანებს. იჭერენ იმის გამო, რომ „გადაგდებას“ აპროტესტებენ.
ნიკა დაიჭირეს, თორნიკე დაიჭირეს (თორნიკე უკვე გამოუშვეს. . . ჩემებურია, ბათუმელი და ეგ რომ მეცხრე კლასში იყო და მე რომ დებატების ტრენერობა ახალდაწყებული მქონდა, იმ ასაკიდან ვიცნობ, წეღან ვნახე და ასე მითხრა, რაც იმ დროს ვისწავლე, ერთად გამომადგა ყველაფერიო.
ძმები პეტრიაშვილები დაიჭირეს (ეგენი მიშამაც დაიჭირა, 6 წელი მიუსაჯა 19 წლის ბიჭს სახელმწიფოს ატრიალდებდიო, პოლიტპატიმრები იყვნენ მაშინაც და ახლაც პოლიტპატიმრები არიან). . .
გიორგი ბუნტური დაიჭირეს, რომელიც დაჭერამდე 2 დღით ადრე გავიცანი და ბევრი საერთო ვიპოვეთ საუბრისას.
18 ში კიდევ ბევრი დაიჭირეს. მაგათზე ახლა აღარაფერს დავწერ. . .
ჰოდა არაფერი გამოვა მეგობრებო. . . დაიჭერთ, გამოვლენ და კიდევ უფრო ძლიერები და მოტივირებულები იქნებიან.
ამ ახალგაზრდებს, შეუძლიათ, რომ ერთი იდეის გარშემო გაერთიანდნენ, დაივიწყონ პარტიული კუთვნილება და საერთო საქმისთვის ერთმანეთის გვერდით დადგნენ. არც დაჭერის ეშინიათ და არც სასამართლოების. იმის ეშინიათ, რომ ეს ქვეყანა ერთ დღესაც მათი აღარ იქნება და ან აქიდან წასვლა მოუწევთ, ან სხვის ქვეყანაში ცხოვრება. . .
ჰო, მაგის მეც მეშინია . . .
ბექა ნათელაშვილიც დაუჭერიათ . . . ბექა შალვას შვილია. აი, ის ბიჭი რ2-მა სახელი რომ შეუცვალა და ფეისბუქ ჰიტად რომ იქცა სქრინი. . . ბექასნაირი აკადემიური და ზრდილობიანი ტიპი, ქართულ პოლიტიკაში რამდენიმე ვიცი სულ. . .”
 _ წერა ფეისგვერდზე მასობრივი კომუნიკაციის სპეციალისტი, დავით ძიძიშვილი.

Related Articles

Back to top button
Close