პოლიტიკა

ბახტაძე 14 სამინისტროდან 11-ს დატოვებს

14 სამინისტროდან 11 დარჩება- განცხადება ამის შესახებ პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ გააკეთა. მისი თქმით, ამ ეტაპზე პარლამენტში მთავრობის ფორმალური შემადგენლობა შევა. ამის მიზეზი შემჭიდროებული ვადებია, რომელშიც მთავრობის შემადგენლობა უნდა დამტკიცდეს. ბახტაძის განცხადებით, მთავრობის არსებული შემადგენლობის დამტკიცების შემდეგ პარლამენტში მთავრობა შემცირებული რაოდენობით წარდგება. მამუკა ბახტაძემ დააადასტურა რომ მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებები იქნება.
„ეს რეფორმა, რომელიც სამთავრობო პროგრამის ნაწილია, საჭიროებს საკანონმდებლო ცვლილებებს, რაც შესაბამის დროს და პროცედურებს მოითხოვს და ჩვენთვის ნდობის გამოცხადება სამწუხაროდ, კანონით დადგენილ ვადებში ვერ ესწრება. შედეგად ვიღებთ ვითარებას, როდესაც ხვალ პარლამენტის წინაშე ნდობის მოსაპოვებლად უნდა წარვსდგეთ დღეს არსებული სამთავრობო სტრუქტურით და კაბინეტის წევრთა ფორმალური შემადგენლობით, რომელთა ნაწილი ახალი კაბინეტის წევრი აღარ იქნება. ხოლო დაახლოებით 2-3 კვირის შემდეგ, როდესაც საკადრო ცვლილებები განხორციელდება და დასრულდება ცვლილებები, ეს პროცედურა პარლამენტში – განხილვები კომიტეტებში, ფრაქციებში, სესიაზე, ხელახლა უნდა გავიაროთ უკვე განახლებულ მინისტრთა კაბინეტთან ერთად. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, დროის დაზოგვის მიზნით, მე დღეს შევთავაზე ჩვენს საპარლამენტო გუნდს, დაიწყონ კონსულტაციები პარლამენტში წარმოდგენილ პოლიტიკურ ჯგუფებთან, რათა მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურა შემდეგი ორი დღის განმავლობაში შედარებით შემჭიდროვებულ ვადებში გავიაროთ, ხოლო სამთავრობო პროგრამისა და მინისტრთა კაბინეტის დეტალური განხილვა მინისტრთა კაბინეტის ახალი სტრუქტურის წარდგენის დროს მოვახდინოთ, როდესაც პარლამენტის წინაშე წარსდგებიან უშუალოდ ის მინისტრობის კანდიდატურები, ვინც ჩემთან ერთად უნდა იტვირთოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა სამთავრობო პროგრამის შესრულებაზე. იმედი მაქვს, პარლამენტში ამ საკითხზე პოლიტიკურ ჯგუფებს შორის შეთანხმება შედგება“, – განაცხადა ბახტაძემ.

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close