საზოგადოება

,,ბახალას” ციხე არ ეკადრება, ,,როსტოს” არ ეკადრება, ,,მამულიჩას” არ ეკადრება… პელე გაგიგიათ? ფეხბურთის მეფე…”

ლევან ჯავახიშვილი, ჟურნალისტი:

_ ტვინი გაბურღეს ამ “ბახალას” პატიმრობით. “ბახალას” ციხე არ ეკადრება, “როსტოს” არ ეკადრება, “მამულიჩას” არ ეკადრება… ცნობილი ადამიანები არიან, ცნობილი და გავლენიანი ახლობლებით და მაგათ რა უნდათ ციხეში? ბარიგები არიან? მერე რა? მაინც არ უნდა დაიჭირო! 9 000 აბი სუბოტექტი კი არა, თუნდაც 900 000 იყოს. ხელს მოჰკიდებ და ეგრევე აქციებს მართავენ მაგათი მხარდამჭერები, უაპალაციოდ აცხადებენ უდანაშაულოებად და მათ გათავისუფლებას ითხოვენ. უპატრონო და უცნობი ხალხი უნდა ჩასვა მარტო ნარკოდანაშაულისთვის.
პელე გაგიგიათ? ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუ–პელე. “ფეხბურთის მეფე”და მე–20 საუკუნის საუკეთესი სპორტსმენი. ამ კაცის სახელი დღეაც ბევრს აბოდებს ბრაზილიაში, ეთაყვანებიან და ხელის გულზე ატარებენ. ყველა დრიოს ყველაზე ცნობილი ბრაზილიელია. აი, ამ პელეს შვილი, ედინიო, რომელიც ნარკოდანააულში ამხილეს, ადგა, თავისი დფეხით მივიდა პოლიციაში და ჩაბარდა. პელემ იცოდა შვილი რასაც აპირებდა, მაგრამ არ უთქვამს, არ ჩაბარდეო.
33 წელი მიუსაჯეს ედინიოს, 1 წლის შემდეგ,სააპელაციო სასამართლომ 13 წლამდე შეუმცირა სასჯელი და დღეს სან–პაულოს ციხეში იხდის.”ბახალასი” არ იყოს, ედინიოც დღემდე არ აღიარებს ნარკობარიგობას.
ბრაზილის ის ქვეყანაა, სადაც ფულით და გავლენით, ყველა პრობლემის მოგვარება შეიძლება. პელეს გავლენა ხომ არ აკლია და თან მულტიმილიონერიც არის. ფულს არც გამოართმევდა არავინ, ვინ აკადრებდა? საკმარისი იყო,ეთხოვნა ბრაზილის პრეზიდენტისთვის და მის შვილს გამოაძრენდნენ ამ საქმიდან. პელეს ბრაზილიის პრეზიდენტი მოწიწებით ესალმება… პელემ არ იკადრა, არ შეაწუხა არავინ, ჩემი შვილის თავისუფლება მაჩუქეთო. “დააშავა? უნდა დაისაჯოს”–ეს იყო მისი კომენტარი, შვილზე მეტი არაფერი უთქვამს.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close