საზოგადოებასამართალი და კრიმინალი

ბაჩო ახალაია საკუთარი განაჩენის გამოცხადებას არ დაესწრება

პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 15:00 საათზეა ჩანიშნული. განაჩენის გამოცხადებას არ დაესწრება აღნიშნულ საქმეზე  ბრალდებული თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია. მას არც საბოლოო სიტყვით უსარგებლია, რადგან სასამართლოს სრულ უნდობლობას უცხადებს.

ბაჩო ახალაიას სახელმწიფო ბრალდება წამებასა და წამების ორგანიზებას ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ახალაიას 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
Close