ეკონომიკა
ბაქო-თბილისი-ყარსი _ პირველი რეისი შესრულებულია

ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალით მოძრავი პირველი სატვირთო მატარებელი უკვე თურქეთშია. სატვირთო შემადგენლობამ ქართული მონაკვეთი, მათ შორის ახალქალაქის სადგური გაიარა, საქართველო-თურქეთის საზღვარი გადაკვეთა და ყარსის სადგურში ჩავიდა. ყაზახეთიდან წამოსული ხორბლის დანიშნულება თურქეთის ქალაქ მერსინის პორტია.
ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალი ოფიციალურად 30 ოქტომბერს გაიხსნა. თუმცა, სრულყოფილად რკინიგზა მუშაობას 2018 წელს დაიწყებს.