საზოგადოება

ბარსელონაში გადაღებული კადრებით კიდევ ერთხელ მოეჭრა თავი ჩვენს ქვეყანას (ამაზრზენი ვიდეო)

ვიღაცისთვის შეიძლება ანტისახელმწიფოებრივადაც ვაზროვნებ, მაგრამ დავწერ როგორც ვფიქრობ ერთ კონკრეტულ თემაზე;
ამ ეტაპზე ჩვენ არ ვიყავით მზად უვიზო მიმოსვლისთვის ! ამ ეტაპზე არ ვართ ღირსები, ამ ხეირით რომ ვისარგებლოთ !
ხელოვანებს, სპორტსმენებს, ჟურნალისტებს, შეძლებულ ადამიანებს და ნუ, ვინც ნორმალური იყო, არც იქამდე ჰქონდათ გასვლის პრობლემა ! 2-3 საათით ან 2-3 დღით საელჩოში დგომას გადავიტანდით წლიდან წლამდე, ამას კი ჯობია რაც ახლაა !
ეს დამშეული და ხშირ შემთხვევაში გაბოროტებული ხალჩი ჯერ უნდა გაზრდილიყო, გაზრდილიყო ხელფასები და მერე, ცოტა წინ რომ წავიდოდით ( იქნებ სხვა მთავრობის ხელში ), ასე 2024-2027 წლისკენ, საზოგადოება რომ მომწიფდებოდა, მერე უნდა მოეცათ ჩვენთვის ბებერ კონტინენტზე უვიზოდ მიმოსვლის უფლება !
არც ჩვენ მოგვწონს ზედმეტი სტუმრიანობა და ამ ფორმით არც ევროპელებს მოეწონებათ ქართველების მათ სამშობლოში ბოგინი ! ქუჩაში შარვალჩახდილი ირანელი ან თურქი რომ დავინახოთ აქ სადმე, აქციები და ხელმოწერების შეგროვება დაიწყება, მათი მასიური გაყრის მოთხოვნით!
სულ ახლახან, ბარსელონაში გადაღებული კადრებით ( რომლიც ინტერნეტშიც გავრცელდა ) კიდევ ერთხელ მოეჭრა ამ ქვეყანას თავი ! ქუჩაში წამოკოტრილებული და ტიტველი ქართველები, რომლებიც ნარკოტიკებს სკვერში მოიხმარდნენ, ადგილობრივების შეშფოთების მიზეზი გამხდარან. როგორც ესპანური მედია წერს. იმედია, ბარსელონურ მედიას კადრების ფალსიფიცირებაში და კრემლის ნარატივში არ დავდებთ ბრალს, 
და რამდენმა ასეთმა კადრმა არ მოაღწია ჩვენამდე ? …

 P.S. თუ აქამდე ქამრების, ვისკების და სანთებელების მომპარავებად იცნობდნენ აქედან ჩასული მოქალაქეების არც თუ მცირე ნაწილს, აწი გვაქვს ბედნიერება ახლებურად გვიცნობდნენ…. ერთი სიტყვით ადრე იყო ჩვენთვის უვიზო მიმოსვლა!

ზაზა სვანაძე

საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამოდმდინარე, რედაქციამ გადაწყვიტა, რომ ჩვენი ჟურნალისტის მიერ გამოქვეყნებულო პოსტს ფეისბუქის გვერდზე, ის ამაზრზენი ვიდეოც დავურთოთ, რომელიც ესპანურმა მედიამ გაავრცელა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close