სამართალი და კრიმინალი
ბათუმში, თურქეთის მოქალაქეები ნარკოტიკების დიდი ოდენობით შენახვა-შეძენისთვის დააკავეს

შს სამინისტროს აჭარის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე – განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს.
სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალების 339 აბი ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 31,2113 გრამ „მდმა“-ს შეიცავს. ჯ.ჰ-ს პირადი ჩხრეკისას კი ამოღებულია 1,06798 გრამი „მდმა“-ს შემცველი 9 აბი.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.