დავით მესხიშვილი, „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ ხელმძღვანელი:

_ 3 ცხედარი ამოიყვანეს წყალსაცავიდან (ცაგერი) და 4 ცხედარი ამოიყვანეს მტკვრიდან (ქვიშხეთი). მათ შორის გარდაცვლილია სამი 5-დან 10 წლამდე ბავშვი. ორივე შემთხვევაში ავტომობილი გადავარდა წყალში და გარდაიცვალა 7 ადამიანი. ვიზიარებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებისა და მეგობრების მწუხარებას😞

კატასტროფაც აღარ ქვია იმას, რაც ჩვენ თავს ხდება. ბავშვი, ქალი, ახალგაზრდა, პრაქტიკულად ყველა განწირულია ჩვენ გზებზე. და ვინ აგებს პასუხს ამ ტრაგედიებზე?!

რა გახდა საგზაო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უწყების შექმნა და სტრატეგიის განსაზღვრა?! უცხოელი ექსპერტების მაინც შეისმინეთ რამე, ამოწყდა მთელი ქვეყანა!

კომენტარები