საზოგადოება

,,ახლაც მოითვალეთ, გუგუთიანკარში მიმდინარე ოკუპაციის ფონზე, ვინ სად იღებს ზაგარს”

,,ასეთი ფრანგული სიბერე თვით ფრანგებსაც კი სანატრელი აქვთ.
ეს ქალბატონი spend your summer in georgia -ს ადმინად მაინც დავნიშნოთ.
იქით გორის მერი ისვენებს, აქეთ ეს დედოფალთა სწორი.

ესენიც რომ დაითვალონ, ცუდი არ იქნება, წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს, წითელ ხიდთან ყარაულობდნენ თავად გაქცეულები და გაყუსულები.
ახლაც მოითვალეთ, გუგუთიან კარში მიმდინარე ოკუპაციის ფონზე, ვინ სად იღებს ზაგარს” _ ცხადებს ბორჯომის საკრებულოს წევრი, ისტორიკოსი ბაკურ გელაშვილი.

საქმე იმაშია, რომ ,,რეგინფოს” ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლოპოტას ტბაზე ისვენებს. ლოპოტას ტბაზე პრეზიდენტის ყოფნისა და დასვენების შესახებ  რამდენიმე წყარომ დაუდასტურამათ შორის დასასვენებელი კომპლექსის თანამშრომლებმაცპრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის წარმომადგენლების თქმითმათ არ იციანსად არის სალომე ზურაბიშვილი.

საინტერესო აღმოჩნდა გორის მუნიციპალიტეტის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის კომენტარი, სადაც ის ამბობს, რომ შვებულებაშია, აჭარაში იმყოფება და გუგუტიანთკარში შვებულების დასრულების შემდეგ ჩავა.

14 აგვისტოს, შიდა ქართლში, სოფელ გუგუტიანთკარში რუსული საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიის მიტაცება და მავთულხლართების გაბმა გააგრძელეს. სოფლის მოსახლეობა გუგუტიანთკარში ხელისუფლების წარმომადგენლების ჩასვლას ითხოვდა. ბორდერიზაციის შედეგად გუგუტიშვილების და რაზმაძეების ორმა ოჯახმა სახლები დაკარგა, რუსმა სამხედროებმა მიიტაცეს სოფლის კუთვნილი ხეხილის ბაღები, სახნავ-სათესი მიწები და საძოვრები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close