პოლიტიკა

„წულუკიანი ხელისუფლებას დაემუქრა, რომ გარიყვის შემთხვევაში მერობის კანდიდატ კალაძეს „ჩაძირავდა“

პორტალი “ნიუპოსტი” კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ თეა წულიკიანის თანამდებობიდან გაშვება თითქმის გადაწყვეტილია.

წყაროს ცნობით, მოქმედ იუსტიციის მინისტრს სტრასბურგში საქართველოს ელჩობას სთავაზობდნენ, მაგრამ ამაზე წულუკიანი არ დასთანხმდა და ულტიმატუმიც წამოაყენა- თუ მინისტრობიდან გაათავისუფლებენ, პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს და სამთავრობო კანდიდატს დაუპირიპსირდება.

 

 

მისივე ინფორმაციით, წულუკიანმა მსგავსი ტაქტიკა, ანუ შანტაჟის ენა მაშინაც გამოიყენა, როცა სტრასბურგის სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე აღსრულება შეაჩერა.

„მაშინ წულუკიანი ხელისუფლებას დაემუქრა, რომ გარიყვის შემთხვევაში მერობის კანდიდატ კალაძეს „ჩაძირავდა“ – აცნობს „ნიუპოტს“ სამთავრობო გუნდის კულუარებს წყარო.

კულუარული ვერსიით, იმ შემთხვევაში თუ წულუკიანი გადადგება, იუსტიციის მინისტრობის ერთ-ერთ სავარაუდო კანდიდატი შესაძლოა, ეკა ბესელია იყოს.  ახლა კი მთავარი ინტრიგა ის არის, ვის მხარეს დადგება „ჩრდილოვანი მმართველი“, რომელმაც თავის დროზე ანუ „ოცნებისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ განქორწინების შემდეგ, თეა წულუკიანს მწვანე აუნთო.

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close