კატეგორიის გარეშე
აღმაშენებლის გამზირზე აქციების წარმომადგებლებს შორის დაპირისპირება მოხდება?

საქართველოს პატრიარქის მოწოდება, რომ აქციები აღმაშენებლის გამზირზე არ გამართულიყო, ორგანიზატორებმა არ გაითვალისწინეს და აქციები, ერთმანეთისგან რამდენიმე მეტრში იმართება. ამჟამად შეკრებილი არიან ევროპული საქართველოს მიერ დაანონსებული აქციის მონაწილენი, რომელთა ლოზუნგიც არის – ,,არა რუსულ მარშს” . ასევე, კონტრაქციას მართავენ ,,ქართული მარში”-ს წარმომადგენლებიც. ორივე აქცია ერთდროულად დაიწყება და არ არის გამორიცხული, დაპირისპირებაც მოხდეს. აღმაშენებლის გამზირზე პოლიციაა მობილიზებული.