საზოგადოება

,,აქ ,,არემჯი”აფეთქებების დაწყებას აპირებს…ჩაცმულ-დახურული ვზივარ და ველოდები განცხადებაზე რეაგირებას”

ნინო მიქიაშვილი, ჟურნალისტი:

_ ამ განცხადებაზე რეაგირებას ველოდები – ჩაცმულ-დახურული ვზივარ და ველოდები. თუ მყისიერ რეაგირებას არ მოახდენენ, დახმარებას ვთხოვ შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს მთავარ პროკურატურას.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორს ბატონ ნიკოლოზ ანთიძეს!

ბატონო ნიკოლოზ,
2018 წლის 18 აპრილს ტანძიელებთან ერთად ვიმყოფებოდი თეთრიწყაროს რაიონში, ბნელი ხევის ტერიტორიაზე, სადაც უძველესი ტაძრის ნანგრევების წინ უპატრონოდ ყრია ადრექრისტიანული პერიოდის სტელის ფრაგმენტები და ქვაში გამოკვეთილი ჯვარი. სოფელ ტანძიის მკვიდრთა განმარტებით, დიდი ხანი არ გასულა მას შემდეგ, რაც ხსენებული ტაძრის სანახავად მათთან ერთად იმყოფებოდა გიორგი გაგოშიძე, თქვენი სააგენტოს თანამშრომელი.

ამჟამად ტაძრის ნანგრევებს წითელი ზონარი აქვს შემოვლებული. ტაძრიდან დაახლოებით 200 მეტრში ტყე გაკაფულია. მოგეხსენებათ, რომ ამ ტერიტორიაზე კომპანია “არემჯი” მადნის მოპოვების მიზნით აფეთქებების დაწყებას აპირებს.

გთხოვთ, დაუყოვნებლივ დაავალოთ შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებს გაემგზავრონ ზემოთ ხსენებული ტაძრის მოსანახულებლად; ადგილზე ჩასვლის შემდეგ სულხან-საბა ორბელიანის ლიტერატურული მუზეუმის წარმომადგენლებთან ერთად შეადგინონ სათანადო ოქმი და სტელის ფრაგმენტები და ქვაში გამოკვეთილი უძველესი ჯვარი მუზეუმის ხელმძღვანელთან შეთანხმებით გადაიტანონ სოფელ ტანძიაში მდებარე სულხან-საბას ორბელიანის სახელობის ლიტერატურულ მუზეუმში.

მე მზად ვარ თქვენს თანამშრომლებს ბნელი ხევის ტერიტორიაზე გავყვე და აღნიშნული სტელის ფრაგმენტები და ჯვარი ვაჩვენო.

ზემოთ არაერთხელ ხსენებული ტაძრის შესახებ ინფორმაციის დასაზუსტებლად მოგვიანებით დამატებით მოგმართავთ.

ა/ო. „მემკვიდრეობა და სამართალის“ დამფუძნებელი და მედია-კავშირ “ობიექტივში” გადაცემა “მემკვიდრეობას” ავტორი და წამყვანი
ნინო მიქიაშვილი

25. IV.2018 წ.

.

.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close