საზოგადოება

აქცია ე.წ ელიავას ბაზრობის ქალაქგარეთ გადატანის მოთხოვნით

თბილისში, აგლაძის ქუჩის მცხოვრებლებმა „ელიავას ბაზრობის“ ქალაქგარეთ გადატანის მოთხოვნით აქცია გამართეს. მოქალაქეები, თბილისის გენგეგმის შესაბამისად, ბაზრობის ქალაქგარეთ გატანასა და მის ადგილზე რეკრეაციული ზონის მოწყობას ითხოვენ.

აქციის მონაწილეების თქმით, ბაზრობის ტერიტორიაზე დასაქმებულები და მაღაზიების მფლობელები ცდილობენ, თბილისის გენგეგმაშიჩაწერილი ეს პუნქტი თბილისი მთავრობას ამოაღებინონ.

აგლაძის ქუჩის მცხოვრებლების განცხადებით, ბაზრობის გადატანას რამდენიმე მიზეზით ითხოვენ. პირველ რიგში, ისინი საკუთარი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ფიქრობენ.

აგლაძის #34-ის I კორპუსის თავმჯდომარის, ეკატერინე ჯგუშიას განცხადებით, მათი საცხოვრებელის მიმდებარედ, ცემენტის, ქვიშისა და რკინის არაერთი საამქროა, რის გამოც, განსაკუთრებით, ქარიან ამინდში საამქროებიდან წამოსული მტვერი პირდაპირ სახლებში შედის.

ამასთან, ქუჩაზე გადატვირთულია მანქანების მოძრაობა და გამონაბოლქვის გამო, ჰაერი მუდამ დაბინძურებულია.

აგლაძის ქუჩის მცხოვრებლები დედაქალაქის მერიასა და საკრებულოს სთხოვენ, თბილისის გენგეგმის ის პუნქტი შესრულდეს, რომელიც “ელიავას ბაზრობის” ადგილზე რეკრეაციული ზონის მოწყობას გულისხმობს.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close