საზოგადოება
აქციაზე – ,,გავწმინდოთ ბიუჯეტის ვირთხებისგან თბილისის მერია”, კატები მიიყვანეს
,,ჩვენმა არასამთავრობო ორგანიზაციამ- “დაიცავი არჩევანი” ძალიან მაგარი და ხმაურიანი ანტიკორუფციული აქცია ჩავატარეთ თბილისის მერიასთან, რომელიც კახა კალაძემ გადააქცია ბიუჯეტის ვირთხების ბუდედ.
მაშინ, როდესაც მარტო თბილისი კი არა, მთელი საქართველო შიმშილობს, კალაძე 30 მილიონად ყიდულობს სამარშრუტო ტაქსებს თავისი ძმაკაცის სატრანსპორტო კომპანიისთვის. ამაზე თავხედური და დაუფარავი კორუფციულ- მაფიოზური ქმედება რთულად მოსაძებნია.
ამ აქციის ფარგლებში მერიის შენობაში მივიყვანეთ ბიუჯეტის ვირთხებზე დაგეშილი კატები, რომლებსაც უნდა გაეწმინდათ კალაძისა და მისი მაფიოზი ბიუჯეტის ვირთხებისგან თბილისის მერია” _ წერს დავით ნებიერიძე ფესიბუქის საკუთარ გვერდზე და შესაბამის ვიდეომასალას აქვეყნებს.