პოლიტიკა

,,აქტიურად ჩავერთვებით ამ პროცესში…” _ პარტია „თეთრები“ -ს თავმჯდომარის, თეიმურაზ შაშიაშვილის განცხადება

ჩემთვის პრესით და ტელევიზიით გახდა ცნობილი, რომ 1 ივლისს, 14:00 საათზე „შერატონ მეტეხი პალასში“, მმართველი პოლიტიკური ძალა აწყობს საკონსტიტუციო ინიციატივის – “პროპორციული არჩევნები 2020“-ის პრეზენტაციას.

მიუხედავად იმისა, რომ მეც და პარტიის პოლიტიკური საბჭო კატეგორიული წინააღმდეგი ვართ არჩევნები პროპორციულ სისტემაზე გადასვლის, ვითვალისწინებთ იმას, რომ პარტია ‘თეთრების“ მთავარი პრინციპი არა დაპირისპირება, არამედ თანამშრომლობის ჰარმონიზაციაა, მიზანშეწონილად ვთვლი, პარტიის მონაწილეობას ამ შეხვედრაში და ვაგზავნით უფლებამოსილ პირს, პარტიის პოლიტიკური საბოჭოს წევრს, ქალბატონ ირინე ჯიბლაძეს.

იმედს ვიტოვებ, რომ ეს კონსულტაციები საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებებთან დაკავშირებით გაგრძელდება, კონსტრუქციულ ხასიათს მიიღებს ჩვენ, პოლიტიკური საბჭოს წევრები და პარტია „თეთრების“ ძირითადი ბირთვი აქტიურად ჩავერთვებით ამ პროცესში.

გულდასაწყვეტია, რომ ამ პროცესში ჯერ კვლავ პირველობენ საპარლამენტო პარტიები, დესტრუქციული პოლიტიკოსები. ეს აშკარად სჩანს როგორც სახელისუფლებო ღონისძიებებზე, ასევე საინფორმაციო სივრცეში, განსაკუთრებით ტელევიზიებში.

პარტია „თეთრების“ თავმჯდომარე
თეიმურაზ შაშიაშვილი

Related Articles

Back to top button
Close