პოლიტიკა

,,ატომურ ბომბებს არ შეუცვლია ხიროსიმოსა და ნაგასაკში დედამიწის ზედაპირი ისე, როგორც ეს მოახერხა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში”

ლეიბორისტული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს შექმნან დროებითი საგამოძიებო კომისია და გამოიძიონ საქართველოში, ოქროს მოპოვებისას ბიძინა ივანიშვილის დანაშაულებრივი საქმიანობა.

შალვა ნათელაშვილი: ,,ატომურ ბომბებს არ შეუცვლია ხიროსიმოსა და ნაგასაკში დედამიწის ზედაპირი ისე, როგორც ეს მოახერხა ბიძინა ივანიშვილმა ქვემო ქართლსა და ალგეთში. ჩადენილია უმძიმესი საშინაო და საგარეო დანაშაული. სახეზეა მასობრივი ეკონომიური კატასტროფა: მოწამლული, აყრილი მოსახლეობა, მილიონობით მოჭრილი ხე, ლონდონის ბირჟაზე გატანილი მილიარდობით ტონა ოქროს, ვერცხლის, სპილენძის მარაგი.

მე მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტს, შექმნან დროებითი საგამოძიებო კომისია, დაკითხონ ბიძინა ივანიშვილი, შეაგროვონ შესაბამისი მტკიცებულებები. თუ ეს არ გააკეთეს დღეს, ამას ჩვენ გავაკეთებთ ხვალ. ასეთ დანაშაულზე პასუხისმგებლობა გარდაუვალია, ამიტომ სჯობია თავად დაიწყონ. ალბათ არცერთი ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერს, თავისი სიმდიდრის დასაგროვებლად არ გაუეკეთებია ამდენი ხალხის, მიწის, ბუნებრივი რესურსების, ხარჯზე, რაც გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა და ამ მხრივაც შევა ის ისტორიაში, რომ როგორც საშინელი მოვლენა, რომ მსგავსი აღარ უნდა განმეორდეს არცერთ ქვეყანაში, აღარასოდეს. საქართველოდან გატანილია მილიარდზე მეტი დოლარის ოქროს მადანი, ისე რომ ბიუჯტში ერთი თეთრიც არაა შესული.

ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას საერთაშორისო არენაზე, რომ ივანიშვილი, როგორც პოლიტიკაში, ისე ქვეყნის ეკონომიკაში დროულად იქნეს აღკვეთილი. კონკრეტულად ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამის ინსტანციებში უკვე დგას საკითხი მისი ანგარიშების გაყინვაზე, მაგრამ ჩვენ თუ არ ვიაქტურეთ, ის კიდევ შეძლებს ჩვენი ქვეყნისთვის აუანაზღაურებელი ზიანის მიყენებას.“

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილის აზრით, მთავრობის ახალ წევრებს ბიძინა ივანიშვილი კვლავ თავისი პირადი ინტერესების მიხედვით არჩევს.

შალვა ნათელაშვილი: ,,ივანიშვილი შევიდა თავისი პოლიტიკური არსებობის უკანასკნელ სტადიაში და არჩევს ისეთ გუნდს, რომლის მეშვობითაც საბოლoოდ წაიღებს ქვეყნის ფინანსურ, ეკონომიკურ, ეროვნულ სიმდიდრეებს და გადააფორმებს თავის ბიზნესკორპორაციებში და მის საბანკო ანგარიშებზე მოაქცევს. ამისთვის ესაჭიროება მონა, მორჩილი არაეროვნული არაპოლიტიკური გუნდი, რომელიც გამოიზარდა მის სასახლეში, ,,ელიტა ბურჯსა“ და ,,ქართუ“ ბანკში. ზუსტად ასეთები არიან ბახტაძიდან დაწყებული, რომელიც წარმოადგენს პერსპექტიულ და მძიმე ბიოგრაფიის თაღლითს, ოჯახიანად, ხაჭაპურის მცხობელ ცქიტიშვილით დამთავრებული. ამ ე.წ. მთავრობით კიდევ ერთი სამარცხვინო ფურცელი იწერება საქართველოს ისტორიაში.”

ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას და მასში მყოფი პირების სანქცირების შესახებ მთავრობის დადგენილებას შალვა ნათელაშვილი ნახევარზომას და არაფრის მომტანს უწოდებს.

შალვა ნათელაშვილი: ,,მიმაჩნია, რომ აღნიშნული კანონი წარმოადგენს ნახევარზომას, რომელიც რეალურ შედეგს ვერ მოიტანს. ამ ტერიტორიებზე გაგრძელდება იგივე, რაც აქამდე ხდებოდა, ქართველთა გენოციდის სახით. სანამ ყველა თანმდებობის პირს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არ მოვაქცევთ სანქცირების სიაში და მათზე საერთაშორისო ძებნას არ გამოვაცხადებთ, როგორც სახელმწიფო მოღალატეებზე, სეპარატისტული მეტასტაზები საქართველოში გაგრძელდება და ვერანაირი ლოკალური ღონიძიებები, ლოკალური სია ამას ვერ უშველის. რატომ არაა პასუხისმგებელი ოთხოზორია-ტატუნაშვილის მკვლელობაზე აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტი?! რატომ არ არიან ამ სიაში და რატომ დადიან თავისუფლა მსოფლიოს მაშტაბით ის პრეზიდენტები, მინისტრები, მილიციის უფროსები, პროკურორები, რუსი გენერლები, რომლებიც უშუალოდ გვგლეჯავენ საქართველოს ტერიტორიებს?!”

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close