პოლიტიკა

,,ასეთია ბევრისთვის მწარე სიმართლე…”

,,პროტესტის ქვაკუთხედად იქცა სააკაშვილთან დაკავშირებული პერიპეტიები, რამაც ისევ დაყო, დააქუცმაცა როგორც საზოგადოება, ასევე პოლიტიკური სპექტრი და რითაც კარგად ისარგებლა ხელისუფალმა"

გაშვებული შესაძლებლობა 2021
პოლიტიკაში გადამწყვეტია არა ის, თუ პროტესტის რა ფორმებს იყენებ, არამედ ის, რომ მისი ორგანიზება მოხდეს სწორ დროს, სწორ ადგილზე, სწორი მოთხოვნებით, რათა მოიცვა პოლიტიკურად აქტიური მოსახლეობის უმრავლესობა და მიიღო საერთაშორისო მხარდაჭერა.
ასეთი 2021 იყო სამი თემა – მიშელის შეთანხმების ანულირება, გაყალბებული არჩევნები, ტოტალური მოსმენები.
ეს იყო თემები, რომლის ირგვლივაც შესაძლებელი იყო პრაქტიკულად ყველა ოპოზიციური ფრთის და მთლიანად საზოგადოების კონსოლიდაცია და ტოტალური ბოიკოტით უმცირესობაში დარჩენილი ხელისუფლების გადატეხვა.
ამის ნაცვლად, პროტესტის ქვაკუთხედად იქცა სააკაშვილთან დაკავშირებული პერიპეტიები, რამაც ისევ დაყო, დააქუცმაცა როგორც საზოგადოება, ასევე პოლიტიკური სპექტრი და რითაც კარგად ისარგებლა ხელისუფალმა.
ასეთია ბევრისთვის მწარე სიმართლე…
გია ხუხაშვილი, ექსპერტი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close