სხვა
სანი სანიკიძის ნათლობა
ვიქტორ სანიკიძის შვილის ნათლიები ბერა ივანიშვილი და გიორგი ამილახვარი არიან
„ქართული ოცნების” დეპუტატმა, კალათბურთელმა ვიქტორ სანიკიძემ უმცროსი ვაჟი, სანი სანიკიძე მონათლა.
.
„სანის ნათლობა“, – წერს ვიქტორ სანიკიძის მეუღლე, მაიკო ბიწაძე და ლურჯ მონასტერში გადაღებულ კადრებს ავრცელებს.
სანის ნათლიები მმართველი პარტიის საპატიო თავჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი, რეპერი ბერა ივანიშვილი და განათლების ყოფილი მინისტრი, გიორგი ამილახვარი არიან. ნათლობას ბერას მეუღლე, ინა გუდავაძეც ესწრებოდა. სოციალურ ქსელში მისმა სადა, გემოვნებიანმა „ლუქმა“ დიდი მოწონება დაიმსახურა.