საზოგადოება

,,არ ხართ ორ-სამ ადგილას გაფორმებული და არ გაქვთ 3000 $ ხელფასი? მიპასუხეთ?!”

თამრიკო ბერიშვილი:

_ საქართველოს ტელევიზიას და ყველა საინფორმაციო საშუალებებს, მივმართავ თხოვნით, გადაუმოწმებელი და ემოციური ინფორმაცია არ გაავრცელონ, შეისწავლეთ კარგად და ისე გააშუქეთ!
ისედაც ცეცხლის პირას მისულ მდგომარეობას, ცრუ ინფორმაციებით ნუ აალებთ.
ათასი მითქმა მოთქმა და ბრალდებების ქარიშხალი დადგა სოც ქსელებში, რათქმა უნდა უსაფუძვლო და პროვოკაციული, არ საკადრებელი და მიუღებელი. ჩვენს შორის, ორ ერს შორის, ეს არაფრით არ უნდა დავუშვათ, არც ერთმა მხარემ, თუმცა მოგახსენებთ რომ, როგორც ვიცით მდგომარეობა დაძაბულია, მიზეზი უსამართლო ლანძღვა გინება, ისრაელის მიმართ.
ჩემო ძვირფასებო, ისრაელში ასობით ქართველი ადამიანი მუშაობს ლეგალურად და უვლიან მოხუცებს, აქვთ არაჩვეულებრივი პირობები, ხელფასი, პატივისცემა, სამედიცინო მომსახურეობა, ფულადი დანაზოგი, შვებულება ანაზღაურებადი, დასვენება და ასე შემდეგ, არც ერთ სხვა ქვეყანაში ეს ასე არაა. ასეთივე პირობებში ცხოვრობენ არალეგალები, ერთი განსხვავებით, მათ ეშინიათ დაჭერის და დეპორტის. ისრაელი ერთერთი ქვეყანაა მსოფლიოში, საიდანაც ქართველმა ემიგრანტმა ხელი გაიმართა, გაისტუმრა ვალები, შეიძინა ქონება და ასე შემდეგ, დიახ, მისი შრომის საფასურად.
ებრაელი ერთ ერთი ერია მსოფლიოში, ვისაც გამოცდილი აქვს გაჭირვება, ტოლვილობა, დევნა, ამიტომაა ებრაელი ერი არსად არავის მოჰქცევიან ცუდად. აქ, ისრაელში არავინ დაგვიკარგავს თუნდაც ერთი საათის ნაშრომსაც კი. მე საუბარი მაქვს პირადი გამოცდილების მიხედვით, ეს ინფორმაცია რასაც ვწერ მილიონი პროცენტით მართალია, მე ვიცნობ ემიგრანტების 90%,რომლებიც სრული კომფორტით ცხოვრობენ ისრაელში, კიდევ ვიმეორებ სრული კიმფორტით….
ბევრ მოქალაქეზე უკეთესადაც კი.
რაც შეეხება საბაჟო რეჟიმსა და საკონტროლო პუნქტებს, კი ბატონო, შეიძლება იყოს დარღვევები, მაგრამ აბა ერთი ჩვენს გულში ჩავიხედოთ, მართლა ტურისტულად მოვდივართ? თუ დასარჩენად და სამუშაოდ? თუმცა მაინც გვიშვებენ, მიუხედავად ძალიან კარგად ხვდებიან ყველაფერს, კი ბატონო არიან ისეთებიც ვისაც შეხვდა დიდი გაუგებრობა მისივე სიმართლის გამო, მაგრამ ეს ნაკლები პროცენტია ძაან. ვინც შემოდის და იწყებს მუშაობას, არ გეფერებიან? არ გაძლევენ გასამრჯელოს? არ საჩუქრდებით? არ მუშაობთ, საუკეთესო ჰოლდინგებში, არ ხართ ორ-სამ ადგილას გაფორმებული და არ გაქვთ 3000$ ხელფასი? მიპასუხეთ?! არაა ეს სამადლობელი?! რატომ ამ შემთხვევისთვის არ სწერთ და უხდით მადლობას ებრაელ ერს! ან როგორ იმეტებთ სალანძღავად, ერს და ქვეყანას, სადაც შენი კულტურა ვითარდება, სადაც შენი ქვეყნის დროშა ფრიალებს! სადაც შენი ღირსეული წინაპრის სახელობის ქუჩაა, სადაც შენი ენისა და კულტურის გავრცელების კერები იხსნება!? ამისთვის რატომ არ იხდით მადლობას?!
რატომ იგინები და იწყევლები ადამიანო, ვერ შემოიპარე!?….ეგაა იმის მიზეზი რომ ჰიტლერის ემხრობი!? ვაი სირცხვილო….
სხვა შენი თანამემამულე, შენი მეზობელი რომ არის აქ და კარგად არის, მაგას რატომ არ მადლობ!? თუ შურმა იმძლავრა შენში!
მოდი ეხლა ,,გადეპორტებული,, მოქალაქეების შემოსვლის ფაქტებზე ვისაუბროთ, ვინ გიმართავთ ხელს რომ შემოდიხართ!? ათასი მახინაციებით, თუ ცუდი და გაუსაძლისია ისრაელი რატომ მოდიხართ ისევ!?ორჯერ, სამჯერ, ისევ ებრაელი მოქალაქეები არ გღებულობენ, სამსახურებში, არ გიფრთხილდებიან!? არ გემსახურებიან!? დიახ გემსახურებიან, გეფერებიან, როგორც, თანატოლსა და თანასწორს არაა ეს ასე? მიპასუხეთ ერთი! ჩემს სამშობლოში საუკუნეების განმავლობაში მაცხოვრებელ ერი, არაა ეს მეგობარი ერი, ეს შენა ხარ თითონ, შენი ქართველია, შენი სულისა და გულის ნაწილია, არ გრცხვენია!? რას წერ და როგორ წერ!….
დიახ მოხდა დეპორტი, ეს რა კატასტროფაა? მოდი ვისაუბროთ, 18-20 ადამიანი ერთ დაწესებულებაში ყალბი საბუთებით, წლები დახუჭა უფროსობამ თვალი, მაგრამ ვეღარ შეგინახათ, ვერ წავიდა მისი ქვეყნის კანონმდებლობის წინააღმდეგ, ვერ გაიმეტა თავი საციხედ! რა უნდა ექნა!? დაგიჭირეს, მაგრამ დაგიკარგეს რამე? თუნდაც ერთი დღის ნაშრომი!? რას ერჩით ამ ერსა და ხალხს? ციხე!? დროებით, ცოტა ხნით, სანამ შენივე საბუთები არ მოწესრიგდება, რატომ ცრუობ, მე ვიყავი მანდ, ვინ გავიწროვებს!? ვინ არ გაჭმევს!? გარეთაც გამოყავხართ, სიგარეტსაც კი გაწვდიან, კვებაც სამჯერადი გაქვს, არაა ეს მართალი!?
ეხლა ის მითხარით საქართველოში რომ ცხოვრობდნენ ებრაელები, არ იყავით ერთად ძმებივით!? ვინმესაგან გიგრძვნიათ წყენა? რას ერჩით შენს მიწაწყალზე შენივე ტრადიციების შენი კულტურის მოყვარულსა და შენი სტუმრობით გახარებულ ქართველ ებრაელს!? რა ქნას ვერაფერს გახდა მისი ქვეყნის კანონის წინ! თუმცა შენს გამო ისიც აგინებს პოლიციას, მებაჟეს მაგრამ, მეტი რა შეუძლია?
ორი ერის ურთიერთობას გაფრთხილება სჭირდება! კერძო ინტერესები ეროვნულ შუღლში არ უნდა გადაიზარდოს, ასეთმა ქმედებებმა რაც გამოიწვია ვნახეთ უკვე, (სხვა ერების მიმართებაშ). იქნება ვინმესაც აწყობს დაიძაბოს ჩვენს შორის ურთიერთობა და რისთვის, იცით რისთვის!? ქართველზე რომ თქვას: ხედავთ ყველაფრის უმადურნი არიანო! არა ბატონებო ქართველი ერი მადლიერი იყო და იქნება ყველაფრის და ყველასი, ვინც მას მეგობრობის ხელს გამოუწვდის! მე ებრაელი ქმარი მყავს, რომ წამოვიდა საქართველოდან იცით თან რა წამოიღო? ქართული ბიბლიოთეკა! იცით როგორ ეფერება და უფრთხილდება? რა ვუყოთ ამ სიყვარულს, ჩვენს კერძო არაკანონიერ ქმედებებს გადავაყოლოთ!?
და ბოლოს მივმართავ მედიას! საკონსულოებს ორივე მხრიდან! საქართველოს სახელმწოფოს, სასწრაფოდ, დაუყონებლივ, შეუდგეს მუშაობას ამ დიდი პრობლემების მოგვარებას: ეხლავე, ეხლავე, დაუყონებლივ დაიწყონ…

Related Articles

Back to top button
Close