საზოგადოება

,,არ მომწონს ,,ქართუ”-ს დახმარების ალგორითმი_ ე.წ. ,,პრემია” არის აბსოლუტური ძალაუფლება”

გია ხუხაშვილი, ექსპერტი:

_ სანამ კორონას სძინავს.
განსაკუთრებით “ერთგულ” ჯგუფებში აღშფოთება გამოიწვია იმან, რომ მე არ მომწონს ქართუს დახმარების ალგორითმი – “მე დაგეხმარებით იქ, სადაც სახელმწიფოს გაუჭირდება” .
ავხსნი:
ამ განაცხადის შესაბამისად, ქართუ პოზიციონირებს, როგორც სადაზღვეო კომპანია, რომელიც აზღვევს ქართულ სახელმწიფოს ფორს-მაჟორზე და მისი ე.წ. “პრემია” არის აბსოლუტური ძალაუფლება ყველა თანმდევი “სიკეთეებით”. ასეთი კონტრაქტი არღვევს ინსტიტუციურ წესრიგს და საბოლოო ჯამში აუქმებს სახელმწიფოს.
თან ამისთვის მადლობები უნდა ვუხადოთ.
ვისაც ეს მარტივი ფორმულა არ ესმის, ან რაღაც ინტერესი აქვს, ან მოწყვლადია სეთურის სოფელში საცხოვრებლად და “პოლიქრონიონის” სამღერლად.
მღერიან კიდეც.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close