სამართალი და კრიმინალი

,,არ ვაპირებ დაგელოდოთ, ჩემს ძმას ციხიდან შეშლილს, ავადმყოფს ან მკვდარს როდის გამომისვენებთ”

,,მე ასეთი ძმა მყავს, ღირსეული მებრძოლი, სამშობლოზე და ადამიანებზე შეყვარებული და ყოველდღიურად სულ უფრო ვრწმუნდები, რომ ყველაფერი, რაც ამ ორ დღეში მის თავს დატრიალდა, წმინდა წყლის პროვოკაცია და დადგმული სცენარი იყო ერთი მოტივით, რომ გამოეკეტათ ციხეში. მიჩნდება ეჭვი, რომ ეს იყო ბინძური დაკვეთა, რისთვის?? იმისთვის, რომ მოიშორონ ის ჯარისკაცი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის, რომ მას შემდეგ, რაც გატანილი იქნა საიდუმლო დოკუმენტები (სახელ-გვარები) და გადაეცა რუსეთს, ყველა ის სამხედრო, ვინც 2008 წელს რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, სამიზნე გახდა-  ზოგი თავდაცვიდან გაუშვეს, ზოგი თავად წავიდა, ზოგი ქვეყნიდან გააქციეს, ზოგი მოკლეს, ნელ-ნელა ეტაპობრივად ჩამოიშორეს ბიჭები. ჩემი ძმა არ წავიდა, დარჩა, აი შედეგიც, დასაჯეს.

მე არ ვიცი რა მოხდება მის თავს ოთხკედელ შუა, რა არის დავალება და დაკვეთა, მაგრამ ის ვიცი, რომ სახელმწიფომ ნაცვლად იმისა, რომ დაიცვას ის სამხედრო, რომელიც საკუთარი სიცოცხლის ფასად ქვეყნის ღირსებას იცავდა, გაწირა, ღირსება შეულახა, სულში ჩააფურთხა. ალბათ იმიტომ, რომ მტრებს აჩვენონ, როგორ უსწორდებიან იმ სამხედროებს, ვინც მათ წინააღმდეგ იბრძოდა. ჩემი ძმა უდანაშაულოა! ადამიანი სამშობლოს დაცვისთვის დასაჯო? კი ჩემი ძმა სწორედ ამისთვის ისჯება. შეგუებას და გაჩუმებას არ ვაპირებ, არ ვაპირებ საჯიჯგნად მოგიგდოთ ჩემი ძმა და არც იმას ვაპირებ დაველოდო, ციხიდან ან შეშლილს, ან ავადმყოფს, ან მკვდარს როდის გამომისვენებთ. როგორც დადგით ეს ქაქის სპექტაკლი და სცენარი, ნება იბოძეთ ეხლა და თავადვე დროულად დაასრულეთ და დაუბრუნეთ ჩემი ძმა ქვეყანას, სამსახურს, ოჯახს, ახლობლებს, 4 წლის შვილს, რომელიც ყოველ ღამე ტირის და მამას კითხულობს. მე ვიბრძოლებ ბოლომდე, სანამ არ გაათავისუფლებთ უდანაშაულო სამხედროს ხვიჩა შარაშენიძეს. თავისუფლება ხვიჩა შარაშენიძეს”!!!

ცნობისთვის, ხვიჩა შარაშენიძე მიმდინარე კვირის დასაწყისში, გვიან ღამით სახლიდან ორმა, სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პირმა გაიყვანადა 7 საათის განმავლობაში ოჯახმა მისი ადგილსამყოფელის შესახებ არაფერი იცოდა. მეორე დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე კი, მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა ერთ-ერთი ქალის ჩვენების საფუძველზე შეუფარდეს. მიუხედავად მტკიცებულებების არ არსებობისა, პროკურატურამ გადაწყვიტა, რომ საგამოძიებო მოქმედებების დასრულებამდე პატიმრობაში დატოვოს-მოწმეზე ზეწოლის გამორიცხვის მიზნით. მე-4-ე ბრიგადის ოფიცერი, ოზურგეთელი ხვიჩა შარაშენიძე, 15 წელია ქვეყანას ემსახურება. მონაწილეობდა 2008 წლის ომში და სხვადასხვა სამშვიდობო მისიებში. მას საქართველოს ჯარში უმწიკლო სამსახურისა და საომარი მოქმედებების დროს გამოჩენილი მამაცობისთვის არა ერთი ჯილდო და მედალი აქვს მიღებული. მათ შორის საქართველოს პრეზიდენტის მიერმედლით-საბრძოლო დამსახურებისთვის” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პოლიტიკოსი ნათია შარაშენიძე.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close