საზოგადოება

,,არ გინდა პოლიტიკოსები და პოლიტიზაცია? აბა, რა გინდა? მაშინ, წადი ტყეში…”

,,ასეთი მშობლები შვილებს პორნოფილმებში გადასაღებად აქირავებენ"

,,ასეთი მშობლები არიან სწორედ, ხმას ორ გროშად რომ ყიდიან, შვილებს პორნოფილმებში გადასაღებად რომ აქირავებენ და ბავშვებსაც ყიდიან ზოგჯერ პირდაპირი გაგებით. თურმე ბავშვები მერიის ტუალეტში ჭყუმპალაობდნენ და იქვე სამახსოვრო ფოტოებს იღებდნენ? მარაზმი სუს-ის ფრაზეოლოგიით. არ გვინდა პოლიტიკოსები და პოლიტიზაცია? აბა, რა გინდა, მაშინ წადი ტყეში. პოლიტიზაციის გარეშე ადამიანთა ცივილიზაცია რომ არ არსებობს ახლა 21–ე საუკუნეში სჭირდება ამას ახსნა?” _ განაცხადა ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელდა ჩხოროწყუს მეორე საჯარო სკოლის მოსწავლის მამის, გიორგი გულუას კომენატარი მერიის “ტუალეტის” დასუფთავების ფაქტთან დაკავშირებით. იგი აცხადებდა, რომ მოსწავლეებმა ტუალეტი იძულებით კი არ მოხეხეს, მისმა შვილმა, მასწავლებლებთან და რამდენიმე თანაკლასელთან ერთად, მერიის ტუალეტში იწუწავა და კარგად გაერთო.

“მერიის ტუალეტის” სკანდალი საპროტესტო აქციაში გადაიზარდა. აქტივისტები აცხადებენ, რომ მერი და ასევე, მერიის დასუფთავების სამსახურის წარმომადგენელი, სკოლის დირექტორთან ერთად, ვინც სკოლის მოსწავლეებს მერიის ტუალეტი ახეხინეს, უნდა გადადგნენ, რის შემდეგაც უნდა დადგეს პასუხსისმგებელი პირების უმკაცრესად დასჯის საკითხი.რამდენიმე საათიანი აქცია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიასთან დასრულდა. აქცია ორშაბათს განახლდება.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close