„არ გადასცეთ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს“ – ოკუპირებულ ცხინვალში აქცია გაიმართა
„არ გადასცეთ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს“, – ამ სახელწოდებით ოკუპირებულ ცხინვალში აქცია გაიმართა.
აქციას, რომელიც ცხინვალის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძართან გაიმართა, 400-მდე ადამიანი ესწრებოდა.
“ე.წ. სამხრეთ ოსეთში სამხედრო შეტაკების დროს დაღუპულის ნათესავები და უგზო-უკვლოდ დაკარგულების ახლობლები აქციაზე შეიკრიბდნენ, რათა გააპროტესტონ ქართული ხელისუფლების მიერ გახმაურებული საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვის საქმე, რომელიც 22 მარტს ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
წარმომადგენელთა თხოვნის მხარდასაჭერად, რომლებიც ითხოვდნენ არ გადაეცათ საქართველოსთვის ტატუნაშიუილის ცხედარი, მოვიდნენ ინტელიგენციის წარმომადგენლები, სტუდენტები და უფროსკლასელები. მოსწავლეებმა მოედანზე გამოიტანეს 1989-2008 წელს საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპულების სურათები. სტუდენტები გამოვიდნენ ტრანსფარანტებით და პლაკატებით წარწერით „საქართველო დაგვიბრუნე ჩვენი შვილების ნარჩენები“, „ევროკავშირო არდაუჭირო მხარი ტერორს საქართველოს მხრიდან ოსეთის და აფხაზეთის მიმართ“, „საქართველო პასუხისმგებელია 145 უგზო-უკვლოდ დაკარგული ოსი მოქალაქის წინაშე“.
აქციის მონაწილეებმა მიმართეს მსოფლიო საზოგადეობას, გააკეთონ სამხედო შეფასება ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოვლენებთან დაკავშირებით და იმოქმედონ, რათა საქართველომ აღიაროს პასუხისმგებლობა ამ აგრესიაზე. აქციის დასრულებისას მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას”, – წერს გამოცემა Sputnik-Ossetia.
შეგახსენებთ, 22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს მოქალაქეები – არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.
ცნობისთვის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძის განცხადებით, ის არ გამორიცხავს, რომ ტატუნაშვილის საქმეზე ოპოზიცია და მმართველი გუნდი საერთო დოკუმენტზე შეჯერდნენ.
ერთ-ერთი ვერსიით, ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან კავშირი ახალგორის ადმინისტრაციის უფროსს, ფილიპ ხაჩიროვს აქვს, თუმცა მან ეს ინფორმაცია უარყო.
ამავე საკითხზე, „ევროპული საქართველო“ ე.წ მაგნიცკის სიის ანალოგის, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შექმნას ითხოვს.
საქართველოს საპატრიარქომ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ოჯახს სავარაუდოდ, ხვალ ან ზეგ დაუბრუნებენ.