პოლიტიკა
არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ ოპოზიცია ერთიანდება

ოპოზიციამ გაერთიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყო. მიხეილ სააკაშვილთან ამსტერდამში რამდენიმე პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე ჩავიდა. დახურულ კარს მიღმა, რამდენიმე საათი მიმდინარეობდა საუბარი ახალი ოპოზიციური მოძრაობის შექმნაზე.
ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ მათ კონსულტაციები აქვთ სხვა პარტიებთანაც და კოალიციის საბოლოო ფორმირებამდე კიდევ რამდენიმე შეხვედრა იქნება.
ახალ გაერთიანებას ეყოლება ერთიანი საპრეზიდენტო კანდიდატი.
ისინი აცხადებენ, რომ ამ გაერთიანების სამი ძირითადი პრინციპია:
- სხვადასხვა ოპოზიციური ძალების წარმომადგენლები, არ უნდა დაესხნენ ერთმანეთს.
- კონსულტაციის წარმომადგენლები ღია არიან დიალოგისათვის _ ,,ყველა -1″.
- უნდა შეიქმნეს ერთიანი ძალა, საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ.