საზოგადოება

“არჩევანი უნდა გააკეთო და ან ჩამშვები იყო ან მკვლელი, რადგან ჩხუბში გარეშე პირი არ არსებობს”

“აკადემიურ უბანში არ გავზდილვარ. ქურდიც მინახავს და მამაძაღლიც. არც ჩხუბი გამაკვირვებს, არც იარაღის ტრიალი და არც დაჭრა. მაგრამ ასე ტურებივივით დასეოდნენ ვინმეს და სადისტურად დაეჩეხოთ, არც გამიგია… თან მე-10 კლასელები… ბევრი რამ გვაქვს სასწავლებელი და შესაცვლელი სკოლაშიც, ოჯახშიც და მენტალობაშიც. მაგრამ ამას დრო სჭირდება. მანამდე კი ემოციების აყოლა არ შეიძლება. უმშვიდესად, ყველა სადისტი ნაბიჭვარი – მშობლებთან ერთად უნდა გამოათრიო და უმკაცრესად დასაჯო რადგან სანამ განათლება ამუშავდება, მანამდე შიშმა უნდა იმუშაოს. და კიდევ: თვლი რომ საპატრულოში დარეკვა “ჩამშვებობაა”? – მაშინ არჩევანი უნდა გააკეთო და ან ჩამშვები იყო ან მკვლელი რადგან ჩხუბში გარეშე პირი არ არსებობს. მაყურებელიც მონაწილეა. პირადად მე მკვლელს, მირჩევნია ჩამშვები ვიყო…”_წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი დაჩი გრძელიშვილი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close