საზოგადოება

ქარელში შშმ ბავშვებისთვის დღის ცენტრი განახლდა

ქარელში, სოფელ ბებნისში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის დღის ცენტრი განახლდა.

ცენტრის ბაზაზე ტრადიციული ხელობების შემსწავლელი სკოლა ბავშვთა და ახალგაზრდობის ფონდის ხელშეწყობით გასულ წელს შეიქმნა. წელს კი გაფართოვდა და საჭირო დანადგარებით და ინვენტარით აღიჭურვა.

სასწავლო თუ საწარმოო პროცესში ცენტრში ყოველდღიურად 50-ზე მეტი ბენეფიციარია ჩართული.

დღის ცენტრი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ფონდის თანამშრომლებთან და პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან ერთად მოინახულა.

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close