პოლიტიკა

,,არაპოლიტიკურმა“ არჩევანმა ქვეყანა მიიყვანა ფსკერამდე”

,,ჭიათურაში ჩვენს წინადადებაზე, რომ პარტია მხარს დაუჭერდა გაფიცულებს, გარკვეულმა ჯგუფმა ბიძინისტურ-გომელაურული პასუხი გასცა: ,,ცოტა, თუ ბევრად ყველა საყურადღებო აქცია, საპროტესტო მოძრაობა, პირდაპირი გაგებით, სავსეა უშიშროების აგენტურით, რომელთაც დავალებული აქვთ იძახონ აბსურდი _ რომ არ უნდათ პარტიები და პოლიტიკა, მაშინ, როდესაც, სწორედ ,,არაპოლიტიკურმა“ არჩევანმა მიიყვანა ისინიც და ქვეყანაც ფსკერამდე. სწორედ ამიტომ მთავრდება უშედეგოდ ყველა სოციალური აქცია. ასე მოხდა დღესაც, ჭიათურაში ჩვენს წარმომადგენელთა წინადადებაზე, რომ პარტია მხარს დაუჭერდა გაფიცულებს, გარკვეულმა ჯგუფმა ბიძინისტურ-გომელაურული პასუხი იყვირა, რომ არ უნდათ პარტიები და პოლიტიკა. წარმატებები მინდა გისურვოთ ,მაგრამ სანამ უშიშროების რეკომენდაციებით დაიკავებთ ამ პოზიციებს, შიმშილით ამოგხდებათ სული და მერე ნუ დარჩებით აღშფოთებულ-განცვიფრებული, თორემ ჩვენ მთელი მსოფლიო გვიცნობს და ჭიათურელი გაფიცულების რეკომენდაციები, თუ დახმარება ნამდვილად არ გვჭირდება. ეს თქვენ გჭირდებოდათ. არ გჯერათ? აღდგომა და ხვალეო.“ _ წერს ფეისბუქგვერდზე შალვა ნათელაშვილი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close