საზოგადოება
ანონსი: ,,ხალხის პარტია” გაერთიანებულ კოალიციასთან ერთად აქციას გამართავს
ორშაბათს, 10 ივლისს, 14:00 საათზე ,,ხალხის პარტია” გაერთიანებულ კოალიციასთან ერთად საოკუპაციო ხაზთან აქციას გამართავს, ლოზუნგით: ,,არა, მცოცავ ანექსიას!”
გაერთიანებული კოალიციის წევრები აღნიშნული აქციით მეზობელი, ოკუპანტი ქვეყნის მიერ საზღვრის კიდევ ერთხელ, თვითნებურად გადმოწევას და ჩვენი ხელისუფლების უმოქმედობას გააპროტესტებენ. ასევე, ,,კონფლიქტების პრევენციის” ჯგუფს განცხადებით მიმართავენ, სადაც ხელისუფლებას გარდა “შეშფოთება-აღშფოთებისა”, ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ!
ღონისძიების ორგანიზატორები არიან: – პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობა; ხალხის პარტია; პარტია – საქართველო; კოალიცია – ერთსულოვნება.
საოკუპაციო ხაზთან გასამგზავრებად მობრძანდით ც. დადიანის N134
საკონტაქტო პირი: თამარ ქათამაძე – 557 01 90 90