,,ამ ერთ წელიწადში 2000 ბავშვი აართვეს მშობლებს”_ ლეკიანობაა!
,,ეხლა ირკვევა, რომ 2019-2020 წლებში 2000 ბავშვია გაყვანილი ოჯახებიდან.
ქართველებო ისხედით სახლებში და დაელოდეთ…
მერე არ დიწყოთ წუწუნი…
მადლობა ჩემს ფეისბუქმეგობრებს, ვინც დეღს რეალურად გავიცანი ამ აქციაზე.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ ბარკალაიას განმარტებით, სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი 2 000 ბავშვიდან, 70% ოჯახიდან ძალადობის გამო გამოიყვანეს.”
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ უწყების ერთწლიანი მუშაობა შეაჯამა.
„კარგს ვერ ვიტყოდი, მაგრამ უკეთესი სტატისტიკა გვაქვს ბავშვთა მიტოვების მიმართულებით. ბავშვების ოჯახებიდან გამოყვანა ხდება ძირითადად იმ შემთხვევაში, როცა ოჯახში ძალადობა ფიქსირდება და ეკონომიკური ფაქტორები ნელ-ნელა იკლებს. დაახლოებით 70 პროცენტი ბავშვებისა, რომლებიც სოციალურმა მუშაკებმა გამოიყვანეს, 2019-2020 წლის განმავლობაში არიან ძალადობის მსხვერპლები და შესაბამისად, მყისიერი რეაგირება იყო სახელმწიფოს მხრიდან საჭირო“,– განაცხადა თამარ ბარკალაიამ.
რაც შეეხება დანარჩენ 30 პროცენტს მინისტრის მოადგილის განმარტებით, ეკონომიკურ სიდუხჭირესთან არის დაკავშირებული.
„დანარჩენი 30 პროცენტი იყო ის ეკონომიკური ფაქტორები, რომელიც სიდუხჭირესთან არის დაკავშირებული. ჩვენი მხრიდან მყისიერი რეაგირება იყო საჭირო, შესაბამისად, ბავშვები დროებით გადმოვიყვანეთ სახელმწიფო ზრუნვაში,”- ამბობს ბარკალაია.
პ.ს.ხალხო!!!! იმ ერთ კონკრეტულ ბავშვზე რომ ვხტუნავთ ახლა ასათიანზე, თურმე ამ ერთ წელიწადში 2000 ბავშვი აართვეს მშობლებს და ასეთი გაუგონარი მიზეზებით და ცალკეული შემთხვევებზე ყვირილს ხომ არ ჯობია ამ პრობლების ძირი ვეძებოთ?! იმ ერთ და ორ სოც.მუშაკს რომ ვუქნევთ მუშტებს,აგერაა გველეშაპი დედაკაცი!!! გამტარებელი ამ საშინელი სოციალური პოლიტიკის!!! ასათიანზე კი არა დიდუბეში რატომ არ უნდა მივიჭრათ მეტყვის ვინმე?! მანდ დგომას რა ზრი აქვს?! ამ 2000 ბავშვიდან ვინმემ იცით საერთოდ იყო ეს მიზეზები და ნამდვილად წასაყვანი იყო ის ბავშვები?! ხალხოოოოო!!! 2000 ბავშვიო!!! ანგარიში ჩააბარა სახელმწიფოს და მინისტრს ამ ქაჯმა,2000 ბავშვი “იხსნეს” თურმე და აქედან 70% ძალადობის მსხვერპლიო….და 30% სიდუხჭირიდან ვიხსენითო!!!!! ლეკიანობააააა!!!!
აგერ ლინკიც ბატონო
http://sknews.ge/index.php?newsid=28131
” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მედიცინის მუშაკი ნონა აღდგომელაშვილი.