პოლიტიკა

,,ამჯერადაც გადარჩება ქართველი ერი და დაბრუნდება ევროპაში”

,,79 დეპუტატის ,,სურვილი” არ არის ერის რეალობა!!!"

ათას ურთიერთსაწინააღმდეგო, ზოგჯერ ნახევრადჭკვიანურ, მაგრამ რეალობას აცდენილ პოსტს ვაწყდები…
რეალობას სცდება ყველა, ვისაც ავიწყდება მთავარი: არსებობს ცოცხალი ერი და ამ ერის კულტურული მეხსიერება, რომელთანაც ომი ჯერ ვერცერთ პოლიტიკურ ძალას ვერ მოუგია!!!
ვერც ნაცს, ვერც ქოცს, ვერც ოდესღაც ყოფილებს. ამ ეროვნული მეხსიერებით გადარჩებოდა ხოლმე, დღეს რომ გვიკვირს ეს პატარა და აზია-ევროპა-ჩრდილოეთის საჯიჯგნი საქართველო.
მითუმეტეს დღეს, როცა ტექნოლოგიურ, ლამის გლობალურად “შეწებებულ” სამყაროში ერი და ეროვნულ იდენტობა ერთადერთ იდენტიბად რჩება!!!
ამჯერადაც გადარჩება ქართველი ერი და დაბრუნდება ევროპაში, ყოველგვარი გარე პოლიტიკური მაქინაციების, ოკუპირებული 20%~ის თუ შიდა ხალხის მტრული ამაზრზენი მოვლენებისა და კანონების გარეშე.
პ.ს. გუშინ რუსთაველზე იდგა ერი თავისი კოლექტიური მეხსიერებით და ვერანაირი წყლის ჭავლი ვერ წაშლის ერის ისტორიულ სურვილს!!!
79 დეპუტატის “სურვილი” არ არის ერის რეალობა!!!
არა რუსულ კანონს!!! არა კრემლურ აზროვნებას!!!
ესმა კუნჭულია, ჟურნალისტი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close