ეკონომიკა

,,ამნაირი მე არ მახსოვს დღე, და არც ასე შეშფოთება ცის…”-

თამაზ მეჭიაურის ხსოვნას ტარიელ ხალხელაურმა ლექსი უძღვნა

კორონავირუსის კიდევ ერთი მსხვერპლი აღმოჩნდა თამაზ მეჭიაურიც. ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 67 წლის ასაკში, იგი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
მისი მეგობარი, პოეტი ტარიელ ხალხელაური აქვეყნებს ლექსს, რომელიც მეჭიაურის ხსოვნას ეძღვნება:
ქარი დასდევს ღრუბელს –
ღრუბლით რევს,
მუნჯად დამდგარ შიშველ
ტყეებს სცრის,
ამნაირი მე არ მახსოვს დღე,
და არც ასე შეშფოთება ცის.
მზე ჩავიდა და სიყვითლე ზღვებს
მოემძლავრა, ისევ ფერთა ცვლა,
ამნაირი მე არ მახსოვს დღე,
არც ასეთი გაცრეცილი ცა.

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
Close