საინტერესო
,,ამერიკული რობოტი, რომელსაც გააჩნია ინსტიქტები, ბრძოლის ველზე ეძებს და ანადგურებს მოწინააღმდეგეს”
,,თავდაყირა დადგა სამხედრო-სამრეწველო სფეროს შარშანდელი მიღწევები"
შარშან ამ დროს ყარაბაღის ომი მიმდინარეობდა და მთელი მსოფლიო დრონებზე საუბრობდა.
ყველა თანხმდებოდა, რომ ახალი ეპოქა დადგა ომების წარმოების საქმეში.
მაგრამ გავიდა ერთი წელი და სულ თავდაყირა დადგა სამხედრო-სამრეწველო სფეროს შარშანდელი მიღწევები.
დღეს ამერიკელებმა ეს ავტომატიანი რობოტი წარადგინეს, რომელსაც ხელოვნური ინტელექტი გააჩნია, თავად გადაადგილდება ბრძოლის ველზე, დამოუკიდებლად ეძებს, პოულობს და ანადგირებს მოწინააღმდეგის ცოცხალ ძალას.
მსგავს მოწყობილობებს მალე ალბათ სხვა ქვეყნებიც შექმნიან.
როგორც ჩანს, მომავალში სამხედრო საკითხების განხილვისას სულ უფრო მეტად მოგვიწევს ადამიანისა და რობოტის ურთიერთობებზე საუბარი.
ჩვენ, როგორც ქვეყანა და საზოგადოება რას ვშვებით ამ დროს?
ზურა ბატიაშვილი, პროფესორი, აღმოსავლეთმცოდნე