საზოგადოება
ალაზნის სარწყავ არხში მამა-შვილი დაიხრჩო

გურჯაანში, ალაზნის სარწყავ არხში 57 წლის მამაკაცი და 6 წლის ბავშვი დაიხრჩო. გავრცელებული ინფორმაციით, მამა შვილთან ერთად ბანაობდა, რა დროსაც ნაპირზე გამოსვლა ვეღარ შეძლო. 6 წლის ბიჭის ცხედარი სამაშველო სამასახურმა დღეს გამთენისას სოფელ ვეჯინთან სარწყავ არხში იპოვა. მამაკაცს კი ისევ ეძებენ. ადგილზე სამაშველო ბრიგადებია მობილიზებული.სავარაუდო ინფორმაციით, მამა-შვილი სოფელ ჯიმითიდანაა და მამაკაცი გურჯაანის ერთ-ერთ ფერმაში მუშაობდა.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
წყარო: gurjaanitv.com
კომენტარები