პოლიტიკა

,,აი, ასე გადაიქცა საქართველო ბიძინას ქარვასლად”

შალვა ნატელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის ტავმჯდომარე:

_ დავით გარეჯი რომ სხვა გეოპოლიტიკურ პროცესებთან ერთად სწორედ ბიძინა ივანიშვილის მილიარდიან ბიზნესს ეწირება, გამოჩნდა 1 ივნისსაც, როდესაც 400 სამარშრუტო ტაქსით, მთელი ოცნებური აქტივი, ტრადიციულად, ვითომდა პატრიოტთა ალიანსის სახელით ჩაიყვანეს ამ სიწმინდეში. ეჭვგარეშეა, რომ ამით ივანიშვილმა. თავის ჭკუით, გაზარდა სავაჭრო მაზანდა ალიევთან. აი, ასე გადაიქცა საქართველო ბიძინას ქარვასლად. იმედია, ეს დიდხანს აღარ გაგრძელდება. არა და იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ეს აქცია მმართველი პარტიის სახელით გამართულიყო (როგორც იყო ფაქტიურად), თუმცა ეს ივანიშვილმა ვერ გაბედა, რადგან ვაჭრობას ვეღარ გააგრძელებდა ალიევთან.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close