საზოგადოება

ავარიას ზუგდიდში დეპუტატი ემსხვერპლა

რამდენიმე წუთის წინ სოფელ ცაიშთან, ზუგდიდი-თბილისის ავტომაგისტრალზე ავტოავარია მოხდა.
წინასწარი ინფორმაციით ავტოავარიას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე თამაზ ჟორჟოლიანი ემსხვერპლა. ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ერთმანეთს „მიცუბიში პაჯეროსა“ და „ფორდ ტრანზიტის“ მარკის ავტომანქანები შეეჯახნენ.
სხვა მგზავრები ზუგდიდის საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close