საზოგადოება

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის საგანგებო განცხადება

დავით ასათიანი, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე:

_ ძვირფასო კოლეგებო, როგორც თქვენთვის ცნობილია, 31 მარტიდან ამოქმედდა ე.წ. კომენდანტის საათი, ღამის საათებში გადაადგილების გარკვეული შეზღუდვებით.

იმის გათვალისწინებით, რომ მთავრობის დადგენილებით საადვოკატო საქმიანობის განხორციელებაზე არ ვრცელდება ზოგადი შეზღუდვები, მთავრობის ოპერაციულ შტაბთან კოორდინაციით ჩვენს მიერ გამოქვეყნდა ადვოკატის ღამის საათებში გადაადგილების ინფორმირების სპეციალური წესი, რომლის მიზანია პროფესიული ფუნქციების შესრულებისას ადვოკატის შეუფერხებელი გადაადგილება დაკავებული პირის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დასაცავად.

კომენდანტის საათის ამოქმედების მომენტიდან უკვე რამოდენიმე ადვოკატმა მოგვმართა და ოპერატიულად (15 წუთის ფარგლებში) მოვახდინეთ საოპერაციო შტაბის ინფორმირება და ადვოკატებმა დაუბრკოლებლად შეძლეს გადაადგილება თავიანთი კლიენტების დასაცავად. მათ შორის, განსაკუთრებული საკარანტინო რეჟიმს მქონე მარნეულის რაიონში.

მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო თითოეულ ადვოკატს, ამ რთულ პირობებში პროფესიული საქმიანობის თავდადებით განხორცილებისათვის და ასევე, ადვოკატთა ასოციაციის აპარატს, რომელიც 24 საათიანი მორიგეობის რეჟიმში ყველაფერს აკეთებს, რათა არც ერთ კოლეგას არ შეექმნას რაიმე დაბრკოლება პროფესიული საქმიანიბის განხორციელების პროცესში ???

გისურვებთ ამ რთული პერიოდის უსაფრთხოდ გავლას და საქმიანობის ჩვეულ რეჟიმზე სწრაფ დაბრუნებას

Related Articles

Back to top button
Close