საზოგადოება

ადვოკატთა ასოციაციამ არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა

სოფელ წილკანში, არჩილ ტატუნაშვილის სახლში ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები მივიდნენ და გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრეს. „არჩილ ტატუნაშვილი იყო სამშობლოს სიძლიერისთვის და ერთიანობისთვის მებრძოლი გმირი და მისი გარდაცვალება უდიდესი ტრაგედიაა ჩვენი ქვეყნისთვის. ადვოკატთა ასოციაციის სახელით ვუსამძიმრებთ და ვუთანაგრძნობთ არჩილის ოჯახს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს“ – განაცხადა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ჭეხანმა. „ძალიან ვწუხვარ და ვიზიარებ საყოველთაო მწუხარებას. დღეს, ჩვენ ვიყავით ნამდვილი გმირის სამძიმარზე, რომელიც სიმბოლოა დიდი სულისკვეთების და ვაჟკაცობისა. მისმა საცხოვრებელმა კი შემახსენა წარსული და დღევანდელი რეალობა. ნათელში იყოს არჩილ ტატუნაშვილის სული“ – განაცხადა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრმა მარიამ კუბლაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
Close