პოლიტიკა

,,ადამიანი, რომელიც ბიძინას დავალებებს უხმოდ ასრულებდა, ახლა კარგი ტიპი აღმოჩნდა და ოპოზიციამ ჩაიხუტა”

მიხეილ ქუმსიშვილი, ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი:

_ ამის შესახებ ჭორები მესმოდა ბოლო პერიოდის განმავლობაში, მაგრამ მაინც ვერ ვიჯერებდი, რომ ენმ ასეთ უპრინციპობას გამოავლენდა, ასე დაეშვებოდა ფსკერზე…

ადამიანი, რომელიც პროპორციულის ჩაგდების ინიციატორი იყო, ბიძინას დავალებებს უხმოდ ასრულებდა და წლების განმავლობაში ადამიანების ჯანმრთელობით მანუპულირებს, თურმე ახლა კარგი ტიპი აღმოჩნდა და ოპოზიციაში გადმობარგდა (მერამდენედ იცვლის პარტიას აღარ მახსოვს).

მასთან თანამშრომლობა ნიშნავს ოლიგარქიასთან თანამშრომლობას, პარლამენტში ბიზნეს ინტერესების ლობირებას, უპრინციპობას და ქვეყნის მტრობას!

ვიცი, რომ ნაციონალებში არიან ახალგაზრდა, საღი აზროვნების ადამიანები. მაინტერესებს მათი პოზიციაც ამ საკითხთან დაკავშირებით, ვერ დავიჯერებ, რომ ისინი დაეთანხმებიან ამ სამარცხვინო გადაწყვეტილებას.

Related Articles

Back to top button
Close