საზოგადოება

,,აგენტობას სხვას ის აბრალებს, ვინც თვითონაა რეალური აგენტი”

ირმა ინაშვილი, პარლამენტის ვიცე სპიკერი:

_ კვირას, 7 ივლისს, საღამოს 5 საათზე ვიკრიბებით თბილისის სპორტის სასახლეში (სასტუმრო “აჭარასთან”);

ზუსტად ახლა, ამ ვითარებაში სათქმელი ბევრი დაგროვდა! და ეს სათქმელი ხმამაღლა უნდა ითქვას, ჩვენ ამიტომ ვიკრიბებით!

ქვეყანა პოლიტიკური სპექტაკლიდან სპექტაკლამდე ცხოვრობს. ამასობაში, რუსეთთან ომის რეალური საფრთხის წინაშე დაგვაყენეს. ვისაც ტვინი აქვს, ამას უნდა ხვდებოდეს!

ვისაც საღი გონება აქვს, მას ესმის, რომ საქართველო დიდი ხიფათის წინაშე დგას! და ჩვენ ერთად უნდა ავწიოთ ტვირთი, რომელსაც ქართული მოვალეობა ჰქვია!

ამ გზაზე ბევრი ტალახი და განსაცდელია, მაგრამ ვინმე ფიქრობს, რომ სოხუმსა და ცხინვალს იმ ისტერიით დავიბრუნებთ, რასაც ბოლო პერიოდში მოთმინებით ვისმენთ? და ისტერიის შედეგი რა არის? აფხაზებმა ენგური დაკეტეს! გალის რაიონიდან აბიტურიენტები და პაციენტები ვერ ახერხებენ ზუგდიდში გადმოსვლას.
სააკაშვილის დაზვერვის ანალიტიკური სამსახურის ყოფილ თანამშრომელს სერგი კაპანაძეს ეს, ეტყობა, რუსულ პროპაგანდაზე გამარჯვებად მიაჩნია. ჩვენთვის ეს ჩვენი, აფხაზეთში მცხოვრები ქართველი ბავშვების ტკივილია.

ვინმეს სჯერა, რომ რაც უფრო ხმამაღლა და უწმაწურად იმღერებს, მით უფრო შეაშინებს ოკუპანტს? ან მავთულხლართთან შარვალს ენერგიულად ჩაიხდის და მოწინააღმდეგე გაიქცევა?

მე ნამდვილი ომი ნანახი მაქვს და იქ ე.წ. ხუილოები პირველსავე გასროლაზე ფუჭდებოდნენ.

ვისაც ომი გაუვლია, მას ახალი ომი არ უნდა, მშვიდობა უნდა საკუთარი ქვეყნისთვის. შევიგნოთ, გავიაზროთ, ასე საქართველოს გამთლიანების შანსი საბოლოოდ იკარგება. ვიმეორებ: ფრონტის წინა ხაზიდან პირველები სწორედ ე.წ. ხუილოები გარბიან. გამოვფხიზლდეთ!

დღეს ტამიშის ბრძოლიდან 26 წელი გავიდა. იქ, ტამიშზე იმიტომ არ ვიბრძოდით და იმიტომ არ გაწყდა დუშეთის მთელი ბატალიონი, რომ ქვეყანას პერიოდულად ახალ ომების წინაშე ვაყენებდეთ. ეს გმირები, მერე აგვისტოს ომის გმირები ქვეყნის მთლიანობისთვის იბრძოდნენ. მათი ოცნება ვერასდროს ახდება, თუ ასე უგუნურად ვიცხოვრებთ!

ჩიხზე, რომელშიც ქვეყანა გავრილოვის პროვოკაციის შემდეგ შევიდა, პასუხისმგებელი “ქართული ოცნებაა”. თავად პროვოკაციაზეც და შემდგომ პროცესებზეც! მან არ დასაჯა დამნაშავეები და ახლა ეს პოლიტკრიმინალები ყველას რუსეთის აგენტად აცხადებენ, პირველ რიგში, ივანიშვილით იწყებენ, მერე სკოლის მოსწავლეებით, ექიმებითა და მშენებლებით აგრძელებენ (ჩემი მეზობელი მესაათე ჟორაც კი რუსეთის სამხედრო დაზვერვის ფარული აგენტია. საათებში რუსულ “ჟუჩოკებს” ამონტაჟებს),
შექმნეს საინფორმაციო ინდუსტრია, რომელიც განსხვავებულადმოაზროვნე ადამიანებს სხვადასხვა ფორმით ანადგურებს. ამას უწოდებენ ბრძოლას რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ და სინამდვილეში, ქართულ ინტერესს და ქართულ საქმეს ებრძვიან. საბოლოოდ გვაშორებენ სოხუმსა და ცხინვალს. ახალი ტერიტორიების დაკარგვაც არ აშინებთ. ზოგიერთი ამას შეგნებულადაც აკეთებს, რომ საბოლოოდ მოგვწყდეს აფხაზეთი და ცხინვალი.

იარლიყომანიამ საქართველოში დიდიხანია მარაზმაკიტული სახე შეიძინა. ამ მარაზმს უნდა გადავაბიჯოთ და გავიაროთ. ცნობილი ფაქტია: სინამდვილეში აგენტობას სხვას ის აბრალებს, ვინც თვითონაა რეალური აგენტი და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ხელფასიანი თანამშრომელი. ესეც ბებერი და ძველი თემაა.

“ქართულმა ოცნებამ” შვიდი წელი დახარჯა ბოკერიასთან პოლიტიკურ ფლირტზე და ახლაც ამ როლშია, ამიტომ 7 ივლისის შეკრებაზე ჩვენ არა მარტო სააკაშვილ- ბოკერიების დასჯას მოვითხოვთ, არამედ “ქართული ოცნების” 7 წლიან მმართველობასაც შევაფასებთ, როგორ და რატომ მივიდა ხელისუფლება რეზინის ტყვიებამდე! როგორ და რატომ დავდექით ომის საფრთხის წინაშე? როგორ და რატომ ვცხოვრობთ მუდმივი კრიზისების ქვეშ? როგორ და რატომ ვერ მოვიხვეჭეთ მშვიდობა და სტაბილურობა.

7 ივლისს, კვირას, საღამოს 5 საათზე სპორტის სასახლეში გელით ყველა იმ ადამიანს, ვისაც ესმის, რა საფრთხის წინაშე ვდგავართ! შეხვედრამდე!!!

თბილისელებს მივმართავ: ნუ დარჩებით სახლში! ახლა ის დროა, როცა პროცესებს ფანჯრიდან ვერ ვუყურებთ, ერთად დგომაა საჭირო.

Related Articles

Back to top button
Close