გუშინ, 7 ივლისს, დაახლოებით ღამის სამ საათზე, ერთ-ერთმა ფეისბუქ მომხმარებელმა, რომელიც სოციალურ ქსელში მილედი გულოს სახელითაა დარეგისტრირებული, ინტერნეტ სივრცეში ერთობ დრამატული ვიდეო გაავრცელა. ერთწუთიან უწყვეტ კადრში, რომელიც ცნობილი სამედიცინო დაწესებულების-ნიუ ჰოსპიტალსის მიმღებშია გადაღებული, ნათლად ჩანს კომპიუტერის მონიტორთან, მშვიდად მჯდომი მედპერსონალი. ეს მაშინ, როცა სასწრაფოს მიყვანილი ჰყავს  მძიმედ დაშავებული პაციენტი, ხოლო დაზარალებულის მეუღლე და ახლობლები მისთვის გადაუდებელი დახმარების აღმოჩენას ითხოვენ. euronews.ge-ს რედაქცია პირველ ეტაპზე შეეცადა, გაერკვია,  რატომ ესაუბრებოდნენ კატეგორიულ ტონალობაში ნიუ ჰოსპიტალსის პერსონალს მათ კლინიკაში მძიმე ტრამვებით მიყვანილი მამაკაცის ახლობლები? დეტალების დადგენა ამ დროისთვის ვერ შევძელით, ვინაიდან, ჩვენმა კოლეგამ, ჟურნალისტმა მარი გულორდავამ ( იგივე მილედი გულომ ), რომელიც აღნიშნულ ინციდენტს თავად ესწრებოდა, ჯერჯერობით თავი შეიკავა ვრცელი კომენტარის გაკეთებისგან; მიზეზად  ის გარემოება დაასახელა, რომ მისი მეგობარი არის მძიმედ და ის რჩება კლინიკაში.

გუშინ ღამით გამოქვეყნებული ვიდეო მარი გულორდავას პირადი ფბ-გვერდიდან მალევე გაქრა, თუმცა ჩვენი რედაქციის ჟურნალისტებმა მოვასწარით აღნიშნული მასალიდან ფოტოების შენახვა, რომელ ფოტოებსაც მარი გულორდავასთან შეთანხმებულად ვაქვეყნებთ. ,,ვიდეო მე გამოვაქვეყნე და მალევე ავიღე მხოლოდ იმიტომ, რომ არ მინდოდა ჩემი მეგობარი ასეთ მდგომარეობაში მთელ სოციალურ ქსელს ენახა” _ დაამატა ჟურნალისტმა ერთი-ერთი კომენტარის გრაფაში. ,,დილით კი, როცა ჯერ კიდევ მხოლოდ გადასხმა ჰქონდათ გაკეთებული, დაგვიძახეს და გვითხრეს, თქვენ უკვე ცოტა არ გაქვთ გადასახდელი და რას იზამთ, გამოკვლევებს ჩაიტარებთ თუ მაგდენის გადახდას ვერ შეძლებთო?  მთელი ღამის განმავლობაში მხოლოდ ერთი წვეთოვანის დადგმა და გასუფთავება ადამიანის 600 ლარი დაგვიჯდა”_ დანაცხადა გულორდავამ.

euronews.ge შეეცდება მიჰყვეს ამ ისტორიას და გაარკვიოს,  რა ხდება ქვეყნის პრესტიჟულ სამედიცინო დაწესებულებად ცნობილ კლინიკაში – ნიუ-ჰოსპიტალსში. მანამ, სანამ მოპასუხე მხარე გამოგვეხმაურება, გთავაზობთ აღნიშნული ფაქტის ამსახველ ფოტომასალას.

.

.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი