საზოგადოება

მიტინგის მონაწილეებთან ყაზახეთის კონსული მივიდა

დღეს, თბილისში, ყაზახეთის საკონსულოსთან ქართველმა ადვოკატებმა აქცია გამართეს. მათ გააპროტესტეს ყაზახეთში, სამი ადვოკატის დევნის ფაქტი. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილი დევნილი ადვოკატების ფოტოკოლაჟით მივიდა აქციაზე. ქართველმა ადვოკატებმა ყაზახ კოლეგებს სოლიდარობა გამოუცხადეს და ყაზახეთის კონსულს საქართველოში დახმარება სთხოვეს. აქციის მიზანი იყო, შეწყდეს ყაზახი ადვოკატების უკანონო დევნა.

მოგვიანებით, აქციის მონაწილეებთან ყაზახეთის კონსული ჩამოვიდა. ის ქართველ ადვოკატებს საქმეში გარკვევას და დახმარებას შეპირდა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close