ეკონომიკა

ვადაგადაცილებული სესხები 31.5 მილიონი ლარით გაიზარდა

2018 წლის მაისში, ვადაგადაცილებული სესხები 31.5 მილიონი ლარით გაიზარდა და 409.8 მილიონ ლარს გაუტოლდა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკით, მათი წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 1.8 პროცენტი იყო. ვადაგადაცილებული სესხების 46.2 % ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული.

ამასთან, საანგარიშო პერიოდში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 54.8 პროცენტს გაუტოლდა. ამასთან, საბანკო ახალი რეგულაციების მიხედვით, მსესხებლისათვის დასაკისრებელი ჯარიმების/სანქციების ლიმიტი წესდება. მსესხებელს ყოველთვიური შენატანის ვადაგაცილების შემთხვევაში, ჯარიმა სესხის საერთო თანხიდან შეიძლება აღარ დაერიცხოს.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close