საზოგადოება

,,ეს იქნება ტესტი ხელისუფლებისათვის”_საინგილოში მართლმადიდებლური ეკლესია დაარბიეს

უფლებადამცველი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი თევზაძე გამოეხმაურა ინტერნეტმედიაში გავრცელებულ ინფორმაციას საინგილოში ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის დარბევის ფაქტს და ხელისუფლებას უსწრაფესად, სათანადო რეაგირებისკენ მოუწოდებს.

„ინტერნეტ მედია „გურია ნიუსში“ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აზერბაიჯანელმა მოსახლეობამ 2017 წლის 31 დეკემბერს მოახდინა საინგილოში მდებარე კახის წმინდა გიორგის სახელობის მართლმადიდებლური ეკლესიის ბარბაროსული დარბევა. გავრცელებული ინფორმაციით დაზიანებულია ეკლესიის შიდა ფასადი და სახურავი. ეს აღმაშფოთებელი ფაქტი არ უნდა დარჩეს უმკაცრესი რეაგირების გარეშე, რისთვისაც გამოყენებული უნდა იქნეს დიპლომატიური სამსახურები. ასევე აუცილებელია გაკონტროლდეს, რომ აზერბაიჯანში მოხდეს დამნაშავე პირთა მიმართ კანონით დადგენილი ისეთი პასუხისმგებლობის დაკისრება, რომელსაც პრევენციული მნიშვნელობა ექნება სამომავლოდაც.

საკითხზე რეაგირებას ვითხოვთ ხელისუფლებისგან. ფაქტზე რეაგირებით დადგინდება, საქართველოს ჰყავს თუ არა ადეკვატური და ღირსეული ხელისუფლება, რომელსაც შეუძლია, სათანადოდ გაუმკლავდეს გამოწვევებს. ეს იქნება ტესტი ხელისუფლებისათვის. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აზერბაიჯანის საელჩოსგან არა მარტო გამოითხოვს ფაქტზე განმარტებას, არამედ განახოციელებს ყველა საჭირო ღონისძიებებს ფაქტზე კანონიერი რეაგირებისთვის.

ჩვენ აუცილებლად განვახორციელებთ ფაქტზე საზოგადოებრივ მონიტორნგს და საზოგადოებას მივაწვდით სათანადო ინფორმაციას“.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close