დღეს, გვიან საღამოს თელავიდან გოგონამ დაგვირეკა, თამარი მქვიაო გაგვეცნო, თქვენი დახმარება მჭირდება: თელავში, ალაზნის გამზირზე ძაღლმა ლეკვები დაყარა ღია ცის ქვეშ. ცივა, აწვიმს, ათოვს. მე რაც შევძელი, გადავახურე ძველი თუნუქის ნაჭერი, მაგრამ ეს საკმარისი არ არის, დამეხმარეთო.
თხოვნით მივმართავთ თელაველებს, იქნებ როგორმე მოახერხოთ და პატარა ხის ფიცრული გაუკეთოთ ამ საბრალო ცუგას. გვჯერა, რომ თელავში ბევრია კეთილი ადამიანი და არ გასწირავს ადამიანის ოთხფეხა მეგობარს სიკვდილისათვისო.
აქვე ვაქვეყნებთ თამარის ნომერს
598 17 54 55

.

წყარო: თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი