ბათუმში, შავ ზღვაში 5-ბალიანი შტორმის გამო, ბანაობა აიკრძალა. სანაპიროზე სამაშველო სამსახურმა შესაბამისი ამკრძალავი ნიშნები უკვე დადგა.

შტორმის გამო, ამ დრომდე ვერ ხერხდება 2 დღის წინ დაკარგული კაცის სამძებრო სამუშაოების გაგრძელება.

თვითმხილველების თქმით, კაცი ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ბანაობდა. სანაპიროზე მისი პირადი ნივთები იპოვეს.

დაკარგული კაცი უფლებადამცველის თამაზ ბაკურიძის ძმაა.

იმედი

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი