ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტად მყოფი საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, პრეზიდენტობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილი ვაშინგტონში შეხვდა და ესაუბრა კონგრესის წევრს ჰავაის შტატიდან ტულსი გაბარდს და საქართველოსთან ურთიერთობის ჯგუფის ხელმძღვანელს, კონგრესმენ ტედ პოს. შემდგომი შეხვედრები გაგრძელდა შეერთებული შტატების სენატორ ტედ კრუზის ოფისში. მოლაპარაკების დროს შალვა ნათელაშვილმა მასპინძლებს გააცნო ქვეყანაში არსებული უმძიმესი ვითარება და სთხოვა დახმარება ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ ქართველი ხალხის ურთულეს ბრძოლაში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი