შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე, პრეზიდენტობის კანდიდატი:

_ ახლა ტელევიზიით ვუსმენდი რუსეთის სპეცსამსახურთა აგენტურის, თვითწოდებულ ოს მეცნიერთა ბჟუტურს, რომ საქართველოში ოსები თურმე 4500 წელია ცხოვრობენ. როგორც ჩანს, არსებობს ისტორიული შიზოფრენიაც. თქვე მამაცხონებულებო, 4500 წლის უკან მგონი ქართველებიც კი არ ვცხოვრობდით აქ და როგორც მთელი რიგი მეცნიერული ვერსიები მიუთითებენ შუა მდინარეთში, მცირე აზიასა და საერთოდ ხმელთაშუა ზღვის არეალში ვმოსახლეობდით. აი, ოსთა წინაპრები კი ნამდვილად “მოღვაწეობდნენ” ურალის ქედის მიმდებარედ და შემდგომ სარმატებისა და სკვითთა სახელით დღევანდელი რუსეთის ვოლგა-დონის სივრცეებში ყაჩაღობდნენ და უფრო იქითაც. ამიტომ, ისტორიულ-პოლიტიკურად ტერიტორიული პრეტენზიები მათ შეიძლება ქონდეთ მხოლოდ მოსკოვთან.

არასოდეს დამავიწყდება ნართების ეპოსიდან ბავშვობაში წაკითხული ოსური ზღაპარი, როდესაც მათი, ნართების მეფეს ცოლი მოუკვდა, შვილებმა გადაწყვიტეს ახალი ცოლი მოეყვანათ, მაგრამ მანამდე მოაშარდინეს. შარდმა ქაფი დაიყენა და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდა ამ მონარქის დაქორწინება. აი, ეს პირველყოფილება დაწერილია მაშინ, როდესაც ქართველები ბიბლიას თარგმნიდნენ და თუ ვინმეს გონია, რომ მაშინ ოსები საქართველოში ცხოვრობდნენ, წირვა-ლოცვებში მონაწილეობდნენ, კავკასიური კულტურის ნაწილი იყვნენ, მაშინ მისი საქმე მართლაც მრუდედ ყოფილა. არც ის მავიწყდება, 2008 წლის ომის შემდეგ რა სისულელე გადასცა ცხინვალიდან რუსეთის 1-მა არხმა. კერძოდ, მაშინდელი ცხინვალის ვიღაც საგარეო საქმეთა ე.წ მინისტრი ამაყად აცხადებდა, რომ ოსები შიდა ქართლში მეორე საუკუნიდან ცხოვრობდნენ და იყვნენ მებაჟეები. მებაჟე ერიც კაცობრიობას ჯერ არ გაუგია. მან ფაქტიურად თქვა, რომ ოსური ჯგუფები იქ მიმავალ მგზავრებს აყაჩაღებდნენ და ეს იყო მებაჟეობა მათებურად ,მაგრამ თარიღები აშკარად ერევათ, ხან 4500 წელია ცხოვრობენ, ხან 2 საუკუნიდან, ხანაც 17 დან და ა.შ. გააჩნია, რა შპარგალკას უწერენ ლუბიანკაზე.

მოკლედ, მძიმე ჟამი საქართველოსთვის გრძელდება და დარწმუნებული ვარ, აქედან ჩვენი ქვეყანა მაინც გამარჯვებული გამოვა. აი, დღეს კი იდეოლოგიურ ფრონტზე, არც შიგნით და არც გარეთ, რომ არაფერი კეთდება ესაა, ამგვარ პასკვილებზე უფრო საშიში.

კომენტარები
Загрузка...